პროკურატურამ ჯგუფურად, დიდი ოდენობით ქონების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა

თბილისის პროკურატურის თაღლითობის სისხლის სამართლის საქმეებზე საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველომ ჯგუფურად, დიდი ოდენობით ქონების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა.

თბილისის პროკურატურის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები, დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების მიზნით, დაზარალებულს მცხეთის მუნიციპალიტეტში მდებარე მიწის ნაკვეთის შეძენაში დახმარებას დაჰპირდნენ. უძრავი ქონების ნასყიდობის და მასზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის ორგანიზებისთვის, ბრალდებულებმა დაზარალებულს თანხის გადაცემა მოსთხოვეს და პირად საბანკო ანგარიშებზე დაზარალებულს ეტაპობრივად 129 900 ლარი ჩაარიცხვინეს. მათივე ცნობით, ბრალდებულები დაზარალებულს არწმუნებდნენ, რომ მიწის ნაკვეთის შეძენის საკითხზე აქტიურად მუშაობდნენ, მაშინ როცა მესაკუთრის მიერ ამ ქონების გასხვისების საკითხი არც კი განიხილებოდა.

„ჯგუფის წევრებმა, დაზარალებულის მიერ გადაცემული დიდი ოდენობის თანხა თაღლითურად მიისაკუთრეს, რის შედეგადაც დაზარალებულს 129 900 ლარის ქონებრივი ზიანი მიადგა.

მოსამართლის განჩინების საფუძველზე დანაშაულებრივი ჯგუფის ერთ-ერთი წევრი დაკავებულია, ხოლო მეორეს მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაუსწრებლად დაიწყო. ბრალდებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, მე-3 ნაწილის ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით (თაღლითობა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით, არაერთგზის) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად ცხრა წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით თბილისის საქალაქო სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს