ვოლოდიმირ ზელენსკი - ნატო-მ რუსეთის მიერ ბელარუსში განლაგებული საშუალო რადიუსის „ორეშნიკის“ რაკეტები ლეგიტიმურ სამიზნედ უნდა მიიჩნიოს

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მიიჩნევს, რომ ნატო-მ რუსეთის მიერ ბელარუსში განლაგებული საშუალო რადიუსის „ორეშნიკის“ რაკეტები ლეგიტიმურ სამხედრო სამიზნედ უნდა განიხილოს.

უკრაინის პრეზიდენტმა ამის შესახებ ბელარუსულ ოპოზიციურ მედიასაშუალება „ზერკალოსთან“ ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, რუსეთი და ბელარუსი „შოუს“ აწყობენ „ორეშნიკის“ სისტემის ბელარუსის ტერიტორიაზე განლაგებით, ჯერჯერობით მიწოდებულია მხოლოდ „შესაბამისი მანქანები“ და არა მთელი სისტემა.

„ჩემი აზრით, ნატო-მ „ორეშნიკი“ ლეგიტიმურ სამიზნედ უნდა მიიჩნიოს. უკრაინა, თავის მხრივ, შეაფასებს ამ საფრთხეს. თუმცა, მან (ალექსანდრე ლუკაშენკომ) არ უნდა ითამაშოს თამაშები, რადგან ამ ნაბიჯების შემდეგ რუსები „ორეშნიკს“ ბელარუსის ტერიტორიაზე ლუკაშენკოსთან კონსულტაციის გარეშე შეიტანენ“, - განაცხადა ზელენსკიმ.

მისი თქმით, რუსები და ბელარუსები ბელარუსის ტერიტორიაზე ერთობლივი წვრთნების ჩატარებას განიხილავენ.

„ვიცი, რომ ისინი საუბრობენ ბელარუსის ტერიტორიაზე რუსეთის ფედერაციასთან ერთობლივი სამხედრო წვრთნების ჩატარებაზე. კიდევ ერთხელ. ვნახოთ, რამდენად მასშტაბური იქნება ისინი. მაგრამ როდესაც ფართომასშტაბიანი ჩატარდა, უკრაინის ტერიტორიაზე შეტევა დაიწყო. ამიტომ, ეს ყველაფერი ნამდვილად დიდ რისკებს უქმნის უკრაინას და მჯერა, რომ დიდ რისკებს ჰქმნის ბელარუსებისთვისაც“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს