საქართველოს გენერალური პროკურორი აზერბაიჯანის გენერალურ პროკურორს შეხვდა

საქართველოს გენერალური პროკურორი გიორგი გვარაკიძე აზერბაიჯანის რესპუბლიკის გენერალურ პროკურორს ქამრან ალიევს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

უწყების თანახმად, აზერბაიჯანის რესპუბლიკის გენერალური პროკურორის ქამრან ალიევის საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გამართულ შეხვედრას გენერალური პროკურორის პირველი მოადგილე ზურაბ ბელთაძე, გენერალური პროკურორის მოადგილეები გიგა ძნელაძე, ავთანდილ კოჭლამაზაშვილი, საერთაშორისო თანამშრომლობის დეპარტამენტის უფროსი გიორგი მიქავა, ადმინისტრაციის უფროსი ბიძინა ქუმსიაშვილი, აზერბაიჯანის გენერალური პროკურორის მრჩეველი თეიმურ ქარაევი, საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობის დეპარტამენტის უფროსი საბუჰი ალიევი, ბალაკანის საოლქო პროკურორი ჯამალ ბაგიროვი, გაზახის საოლქო პროკურორი როვშან ალიევი, აზერბაიჯანის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ფაიგ გულიევი ესწრებოდნენ.

გიორგი გვარაკიძემ ქამრან ალიევს ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები მართლმსაჯულების მიმართულებით მჭიდრო თანამშრომლობას უწყობს ხელს.

„საქართველოში სტუმრად იმყოფება აზერბაიჯანის გენერალური პროკურორი ბატონი ქამრან ალიევი დელეგაციასთან ერთად. ოფიციალურ შეხვედრაზე ვისაუბრეთ ორი ქვეყანის პროკურატურას შორის სამომავლო თანამშრომლობაზე, რომელიც აუცილებლად აისახება როგორც საქართველოს, ასევე აზერბაიჯანის პროკურატურის საქმიანობაზე“, - განაცხადა გიორგი გვარაკიძემ.

ქამრან ალიევმა ორი ქვეყნის უწყებებს შორის თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მჭიდრო თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება.

„ჩვენ მეგობარ ქვეყანაში, საქართველოში ვიმყოფებით ჩემი კოლეგის, საქართველოს გენერალური პროკურორის, გიორგი გვარაკიძის მოწვევით, რათა განვიხილოთ ჩვენი ძალისხმევა და თანამშრომლობა სხვადასხვა დანაშაულებთან ბრძოლის მიმართულებით“, - განაცხადა ქამრან ალიევმა.

შეხვედრაზე მხარეებმა სისხლის სამართლის სფეროში ორი ქვეყნის კომპეტენტურ უწყებებს შორის ეფექტიან პარტნიორობას გაუსვეს ხაზი, თანამშრომლობის კონკრეტულ მიმართულებებზე იმსჯელეს და სამომავლოდ ნაყოფიერი თანამშრომლობის გაგრძელების მზაობა კიდევ ერთხელ გამოხატეს.

აზერბაიჯანის რესპუბლიკის გენერალური პროკურატურის დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს და აზერბაიჯანის რესპუბლიკის გენერალურმა პროკურორებმა აზერბაიჯანის რესპუბლიკის მესამე პრეზიდენტის ჰეიდარ ალიევის მემორიალი გვირგვინებით შეამკეს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს