ნიკოლოზ სამხარაძე აზერბაიჯანის მილი მეჯლისის თავმჯდომარეს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე აზერბაიჯანის რესპუბლიკის მილი მეჯლისის თავმჯდომარეს, საჰიბა გაფაროვას შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

ამავე ინფორმაციით, მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებული ორმხრივი ურთიერთობები და სტრატეგიული პარტნიორობა. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ორ ქვეყანას შორის არსებულ საუკეთესო პოლიტიკურ ურთიერთობებზე და საპარლამენტო დონეზე თანამშრომლობის მუდმივად მზარდ დინამიკაზე.

„შეხვედრაზე ხაზი გაესვა ერთიანობის მნიშვნელობას უსაფრთხოების გამოწვევებით სავსე საერთაშორისო გარემოში.

საუბრის ერთ-ერთ მთავარ საკითხს საერთაშორისო ორგანიზაციებში საპარლამენტო დელეგაციების თანამშრომლობა და საქართველო-თურქეთი-აზერბაიჯანის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების სამმხრივი ფორმატის მნიშვნელობა წარმოადგენდა.

მილი მეჯლისის თავმჯდომარესთან შეხვედრაზე მიმოიხილეს სამხრეთ კავკასიაში არსებული უსაფრთხოების გარემო, სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო პროცესის მნიშვნელობა და მისი გავლენა სამხრეთ კავკასიის ქვეყნების ეკონომიკურ განვითარებაზე”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

პრესრელიზის თანახმად, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დელეგაცია ოფიციალური ვიზიტით იმყოფება ბაქოში, სადაც საქართველო-თურქეთი-აზერბაიჯანის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების ყოველწლიური სამმხრივი სხდომა გაიმართება. დელეგაციას ხელმძღვანელობს კომიტეტის თამჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე. დელეგაციის შემადგელობაში არიან: საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე - ირაკლი შატაკიშვილი; საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი და რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე - ირაკლი ქადაგიშვილი და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი - დავით დოლიძე.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს