მიხეილ სარჯველაძე - გიდების, ტაქსისა და საკურიერო მომსახურებებზე, არანაირი თანხის გადახდა არ უზრუნველყოფს უცხო ქვეყნის მოქალაქის დასაქმების ნებართვას - უცხოეთის მოქალაქე აკეთებს განაცხადს, რისთვისაც იხდის მოსაკრებელს

ბოლო დროს, პოლიტიკური ოპონენტებისთვის დამახასიათებელია, ხელისუფლების ნებისმიერი, უკლებლივ ყველა გადაწყვეტილების გაკრიტიკება. ცდილობენ, არასწორი ინფორმაციის გავრცელებით, დროებით მაინც შექმნან შთაბეჭდილება, რომ ცუდი გადაწყვეტილებები იქნა მიღებული. ამ შემთხვევაშიც ასეა, თითქოს, გარკვეული თანხის სანაცვლოდ, უცხო ქვეყნის მოქალაქე შეძლებს მუშაობის უფლების მოპოვებას. არანაირი თანხის გადახდა, არცერთ შემთხვევაში არ უზრუნველყოფს დასაქმების ნებართვის მიღებას, - ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა განაცხადა.

როგორც მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, უცხო ქვეყნის მოქალაქისთვის სამუშაო ნებართვის მისაღებად, უნდა შეივსოს განაცხადი, რომლის დამუშავების შემდეგაც იქნება მიღებული კონკრეტული გადაწყვეტილება.

„საფასური, რაზეც საუბარია, არის სახელმწიფო მომსახურების მოსაკრებელი. ზუსტად ისეთივე, როგორსაც მაგალითად, სასამართლოში სარჩელის შეტანისას იხდიან. ეს ხომ არ ნიშნავს, რომ სარჩელი დაკმაყოფილდება?! დაახლოებით იგივეა ამ შემთხვევაშიც - უცხოეთის მოქალაქე, აკეთებს განაცხადს, რისთვისაც იხდის მოსაკრებელს, თუმცა, დაკმაყოფილდება თუ არა, ამას შესაბამისი უწყება, კონკრეტული ნორმატიული აქტების საფუძველზე გადაწყვეტს. მაგრამ ცალკეულ შემთხვევაში, იმთავითვე გამოირიცხება დასაქმების ნებართვის მოპოვება, საუბარია გიდების, ტაქსისა და საკურიერო მომსახურებებზე. ამ სამ მიმართულებაში, არავითარი ობიექტური საჭიროება არ არსებობს, უცხო ქვეყნის მოქალაქის დასაქმებისა, ბაზარზე არსებული მოთხოვნა, თავისუფლად შეიძლება დაკმაყოფილდეს საქართველოს მოქალაქეების მიერ“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

ჯანდაცვის სამინისტრო განმარტავს, რომ 2026 წლის 1-ლი მარტიდან, „შრომითი მიგრაციის შესახებ კანონში“ შესული ცვლილებები ამოქმედდება, რომლის თანახმადაც საქართველოში უცხოელთა დასაქმება/თვითდასაქმება მხოლოდ შესაბამისი რეგულაციების დაცვით მოხდება - უცხო ქვეყნის მოქალაქეს, კანონიერად დასაქმების ან შრომითი/სამეწარმეო საქმიანობის განსახორციელებლად, შესაბამისი უფლების მოპოვება დასჭირდება. პროცესი სრულად ელექტრონულია და ნებართვის მისაღებად, განაცხადის გაკეთება ფასიანია. შრომითი საქმიანობის უფლება, კონკრეტულ პოზიციასა და კონკრეტულ დამსაქმებელზე გაიცემა 1 წლის ვადით. კანონმდებლობა ითვალისწინებს გარდამავალ პერიოდსაც.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს