ნიკოლოზ ალავიძე - გადაწყვეტილება პოპულიზმის ნაწილია, იმ კატეგორიის ადამიანების გულის მოსაგებად, ვისთვისაც გამაღიზიანებელია უცხოელების დასაქმება - აუცილებლად შექმნის დეფიციტს და მყისიერად გამოიწვევს ფასების მცირე ზრდას

აუცილებლად შექმნის დეფიციტს, მყისიერად გამოიწვევს ფასების მცირე ზრდას, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრის ყოფილმა მოადგილემ, ინიციატივა „ჯერ საქართველოს“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ნიკოლოზ ალავიძემ უცხოელებისთვის საქართველოში დასაქმების პირობების გამკაცრებაზე საუბრისას განაცხადა.

„პალიტრანიუსის“ გადაცემა „რეზიუმეში“ ნიკოლოზ ალავიძემ აღნიშნა, რომ ეს საკანონმდებლო ცვლილება ხდება კიდევ უფრო მნიშვნელოვანი საკითხის გადასაფარად ან იმ კატეგორიის ადამიანების „გულის მოსაგებად“, ვისთვისაც უცხოელების დასაქმება გამაღიზიანებელია.

„ეს ბიზნესებისთვის ახალი გამოწვევაა, ისინი უნდა გადალაგდნენ. ეს ადამიანები A და B პუნქტის შემკვრელები იყვნენ. შეიძლება მასშტაბური არ ჩანდეს, მაგრამ, საშუალო და გრძელ ვადაში ნეგატიურად აისახება. მყისიერად გამოიწვევს ფასების მცირე ზრდას, ხოლო ვიღაცას მცირედ შეუმცირდება შემოსავალი. მთლიანობაში რომ ავიღოთ, ეს არის დაუსაბუთებელი, გაუგებარი და მავნებლური გადაწყვეტილებების დიდ ჯაჭვში.

ხალხის გაღიზიანება ემოციური მდგენელია, ეს პოპულიზმის ნაწილია, ჩვენ ამას ვერ მოვერევით ერთი ხელის მოსმით. კაცობრიობის გამოწვევაა ეს ყველაფერი და მეტ-ნაკლებად იმართება. ეს გადაწყვეტილება უნდა ეფუძნებოდეს ნორმალური მმართველობითი პრაქტიკიდან შესწავლას, მინიმუმ უნდა ვიცოდეთ რამდენი ადამიანი ამოვარდება [სამუშაო ძალიდან]. მოლოდინი კარგი არ გვაქვს, ეს ხდება კიდევ უფრო მნიშვნელოვანი საკითხის გადასაფარად ან იმ კატეგორიის ადამიანების გულის მოსაგებად, ვისთვისაც ეს გამაღიზიანებელია. ასეთი მიდგომები არის ყველგან, მაგრამ მცირე რაოდენობით და ამ მცირე რაოდენობას არ უნდა გადავაყოლოთ ყველაფერი.

ამ კანონის მიღება პოზიტიური მოვლენა იქნებოდა, თუ მოხდებოდა ლოგიკური და ადეკვატური აღსრულების გეგმით წასვლა და არა ასე დრამატულად მოცემა, რომ რაღაც დიდი პრობლემა მოგვარდა. არა, პრობლემა შეიქმნა. რეგულირება საჭიროა, აღსრულება როგორ მოხდება არ ვიცით, კვოტებშიც გაუგებარი სტატისტიკებია“, - განაცხადა ნიკოლოზ ალავიძემ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს