ოპოზიციური პარტიების ნაწილი - ვიწყებთ ქიმიური მოწამვლის შესახებ ინფორმაციის შეგროვებას

ოპოზიციური პარტიების ნაწილი „ქიმიური მოწამვლის“ შესახებ ინფორმაციის შეგროვებას იწყებს.

კერძოდ, პარტიები: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, “დროა“, „ახალი“, „გირჩი მეტი თავისუფლება“, "თავისუფლების მოედანი" იდენტურ განცხადებებს ავრცელებენ სოციალურ ქსელში, რომელშიც ნათქვამია, რომ ქართველ ექსპერტებთან ერთად წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის საერთაშორისო საბჭომ და დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტების ჯგუფმა შეიმუშავეს კითხვარი, რომლის საფუძველზეც დაიწერება დასკვნა.

პარტიები მოუწოდებენ პროტესტის მონაწილე მოქალაქეებს, მკვლევარებს გაუზიარონ საკუთარი გამოცდილება.

„ვიწყებთ ქიმიური მოწამვლის შესახებ ინფორმაციის შეგროვებას.

ქართველ ექსპერტებთან ერთად წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის საერთაშორისო საბჭომ (IRCT) და დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტების ჯგუფმა (IFEG) შეიმუშავეს კითხვარი, რომლის საფუძველზეც დაიწერება დასკვნა.

მოვუწოდებთ პროტესტის მონაწილე მოქალაქეებს გამოიყენონ ეს შესაძლებლობა და მკვლევარებს გაუზიარონ საკუთარი გამოცდილება. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, თუ რა ჯანმრთელობის პრობლემები გამოიწვია მოსახლეობის წინააღმდეგ ქიმიური ნივთიერებების გამოყენებამ.

წინამდებარე კითხვარის შევსებით თქვენ გვეხმარებით დავადგინოთ სიმართლე ქიმიური მოწამვლის შესახებ.

მადლობა ნდობისთვის“, - წერია გაცხადებაში, რომელსაც პარტიები სოციალურ ქსელ "ფეისბუქზე" ავრცელებენ და ურთავენ კითხვარის ბმულს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს