ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-20 პაკეტზე შეთანხმებას ვერ მიაღწიეს

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-20 პაკეტზე შეთანხმებას ვერ მიაღწიეს, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასმა ბრიუსელში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„ეს შეფერხებაა და მესიჯი, რომლის გაგზავნაც დღეს არ გვსურდა, თუმცა მუშაობას ვაგრძელებთ“, - განაცხადა კაია კალასმა.

მისი თქმით, სანქციების მე-20 პაკეტზე შეთანხმების მიღწევის მიზნით ევროკავშირი უნგრეთთან და სლოვაკეთთან მოლაპარაკებებს აგრძელებს.

„ეს მარტივი არ არის. ვწუხვარ, რომ დღეს შეთანხმებას ვერ მივაღწიეთ იმის გათვალისწინებით, რომ ხვალ ამ ომის დაწყების წლისთავია და უკრაინისთვის ძლიერი მესიჯების გაგზავნა გვჭირდება, რომ ჩვენ მათ დახმარებას და ასევე, რუსეთზე ზეწოლას ვაგრძელებთ“, - აღნიშნა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს