სლოვაკეთი უკრაინისთვის ელექტროენერგიის მიწოდებას აჩერებს

სლოვაკეთი უკრაინისთვის ელექტროენერგიის მიწოდებას აჩერებს, - ამის შესახებ სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა, რობერტ ფიცომ განაცხადა.

„შევასრულე ის, რაც შაბათს გამოვაცხადე, რომ თუ ორშაბათამდე ნავთობის მიწოდება არ განახლდებოდა, სახელმწიფო კომპანია SEPS-ს (სლოვაკეთის ელექტროქსელის სისტემის ოპერატორი) ვთხოვდი, უკრაინისთვის ელექტროენერგიის საგანგებო რეჟიმში მიწოდება შეეჩერებინა“, - განაცხადა რობერტ ფიცომ.

მისი თქმით, თუ უკრაინა სლოვაკეთისთვის ნავთობის მიწოდებას „დრუჟბას“ ნავთობსადენით არ განაახლებს, მაშინ „სლოვაკეთი უკრაინას ენერგოსისტემის სტაბილიზაციაში არ დაეხმარება“.

„სლოვაკეთს უფლება აქვს ნავთობი მიიღოს. ჩვენ შემდგომი ნაბიჯების გადადგმის უფლებას ვიტოვებთ“, - აღნიშნა სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა.

ცნობისთვის, სლოვაკეთსა და უნგრეთს ნავთობი უკრაინის გავლით „დრუჟბას“ ნავთობსადენით 27 იანვრის შემდეგ აღარ მიეწოდებათ. უკრაინის განცხადებით, ამის მიზეზი ნავთობსადენზე რუსეთის თავდასხმაა, ხოლო სლოვაკეთი და უნგრეთი უკრაინას ნავთობის მიწოდების განზრახ შეჩერებაში ადანაშაულებენ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს