Sky News -  ლონდონის პოლიციამ დააკავა აშშ-ში ყოფილი ელჩი, პიტერ მანდელსონი, რომელიც ჯეფრი ეპშტეინის საქმეში ფიგურირებს

ლონდონის პოლიციამ აშშ-ში დიდი ბრიტანეთის ყოფილი ელჩი დააკავა, - ინფორმაციას Sky News-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, აშშ-ში ყოფილი ელჩი, პიტერ მანდელსონი პოლიციამ „თანამდებობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ეჭვის საფუძველზე დააკავა“.

ლონდონის პოლიციამ ოფიციალურ განცხადებაში დაკავებულის ვინაობა არ დაასახელა.

პოლიციის ცნობით, უილტშირისა და კამდენის რაიონებში მდებარე ორ მისამართზე ჩხრეკა ჩატარდა.

ცნობისთვის, აშშ-ში ყოფილი ელჩი, პიტერ მანდელსონი გარდაცვლილი ფინანსისტისა და სექსუალურ დანაშაულებში მსჯავრდებული ჯეფრი ეპშტეინის საქმეში ფიგურირებს. დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა პიტერ მანდელსონი აშშ-ში ელჩის თანამდებობაზე გასული წლის თებერვალში დანიშნა, ხოლო სექტემბერში გაათავისუფლა. ეპშტეინის მასალების თანახმად, მანდელსონმა გარდაცვლილ ფინანსისტს 2008 წლის ფინანსური კრიზისის დროს დიდი ბრიტანეთის მთავრობაში ეკონომიკურ საკითხებზე მიმდინარე მოლაპარაკებების დეტალები გაუგზავნა. მასალების საფუძველზე დიდი ბრიტანეთის პოლიციამ მანდელსონის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს