[ერთობაზე საუბარი] ბომბს ჰგავს, რომელიც არავის არ უნდა, რომ ხელში აუფეთქდეს, არავის უნდა, რომ გამოჩნდეს, როგორც ერთობის ჩამშლელი და ყველა ლაპარაკობს, როგორ უნდა ერთობა, – ამის შესახებ პოლიტიკოსმა ცოტნე კობერიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში “360 გრადუსი“ განაცხადა.
ცოტნე კობერიძის მოსაზრებით, როცა სალაპარაკო არაფერია და არის „უსუსურობისა და უსაქმურობის“ დრო, პოლიტიკოსები ერთობაზე იწყებენ საუბარს.
„ერთობა იმიტომ, არ გამოდის, რომ არ უნდათ ერთად ყოფნა. გინდ ისე ვქნათ, გინდ ასე, არ გამოდის. მეც რომ ვაკრიტიკო გაუხარდებათ, რადგან იტყვიან, ერთობა არ გამოდის იმიტომ, რომ უპარტიო პოლიტიკოსები ასე საუბრობენ. ამის მცდელობები იყო. ჩემთვის კომიკურად ჩანს, მერამდენედ შეიძლება ამაზე კითხვა დაისვას და მერამდენედ შეიძლება ამაზე პასუხი იფიქრო კაცმა.
[ერთობა] არ იქნება, სანამ არ გამოჩნდება, რა არის საკეთებელი გინდ ცალ-ცალკე და გინდ ერთად. იმის გამო, რომ არ ჩანს რა არის საკეთებელი და რა უნდა გავაკეთოთ, მიდის ფორმებზე დებატები. მოსახლეობას უნდა გამოსავალი, სტატუს-კვოს ცვლილება. ოპოზიციური მოქალაქე უყურებს ასე: სტატუს-კვოს შეცვლის ფორმულად ცოტნე ცალკე მეტყვის თუ სხვებთან ერთად, დიდად არ ჰგონია, რომ განსხვავება იყო. მას უნდა რომ გამოსავალი დაინახოს და რადგან გამოსავალს ვერ ვთავაზობთ და ვინც კი რაღაც თქვა, ან მოღალატედ ირაცხება, ან სუს-თან შეკრულად, ან [ეუბნებიან] როგორ გაბედე და რევოლუცია დააპირე, როგორ გაბედე და არჩევნებზე გახვედი, ან როგორ ბედავ, რომ არ ამწვავებ, ან როგორ ამწვავებ. არ არსებობს ფორმა, რომელზეც ყველა ერთიანად თანხმდება. ერთობა უბრალოდ ფორმაა და როცა სალაპარაკო არაფერია, როცა არსებობს უსაქმურობის დრო, ურესურსობის დრო, ამ დრო ყოველთვის მიდის საუბარი ერთობაზე, რომ რამის კეთებაში ჩაითვალოს. ტყუილად ჯდომას, ტყუილად რამის კეთებასავითაა. მე არ მჯერა, მაგრამ თუ ვინმეს უნდა ერთობა, გაერთიანდეს, არ ვაპირებ ვაკრიტიკო“, - განაცხადა ცოტნე კობერიძემ.