ვოლოდიმირ ზელენსკი - დონბასიდან ჩვენი გასვლა პუტინს ვერ შეაჩერებს - რუსეთი რუსეთია და იცით, რომ მათ არ უნდა ენდოთ

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, აშშ დარწმუნებულია, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი შეწყვეტს ომს, თუ უკრაინა რუსეთს დონბასის ტერიტორიას გადასცემს, რაც მისი, თქმით, არაშორსჭვრეტელური იდეაა.

„გულწრფელად რომ ვთქვა, არ მჯერა, რომ რუსეთი მხოლოდ ამას მოითხოვს. ჩვენი დონბასიდან გასვლა და შემდეგ ომი დასრულდება. რუსეთი რუსეთია და თქვენ იცით, რომ მათ არ უნდა ენდოთ“, - განაცხადა ზელენსკიმ Financial Times-თან ინტერვიუში.

მან გააკრიტიკა ცეცხლის დროებით შეწყვეტის იდეა და აღნიშნა, რომ რუსეთი საომარი მოქმედებების ნებისმიერ შეწყვეტას უსაფრთხოების საიმედო გარანტიების გარეშე თავისი ძალების აღსადგენად და ახალი შეტევისთვის გამოიყენებს.

ზელენსკიმ ასევე უარყო პუტინის ბრალდებები, რომ უკრაინას სჭირდება პაუზა გადაჯგუფებისთვის და ამას „დემაგოგია და ტყუილი“ უწოდა.

„ჩვენ არ გვჭირდება პაუზა. ჩვენ გვჭირდება ომის დასრულება“, - ხაზგასმით აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

მისი თქმით, ტრამპის მხრიდან კიევზე ზეწოლა გაცილებით დიდია, ვიდრე მოსკოვზე. თუმცა, იმედოვნებს, რომ აშშ-ის პრეზიდენტი პოზიციას შეიცვლის.

„რუსებს ძვირად უჯდებათ მათი ჩრდილოვანი ფლოტის შეჩერება, მათი კომპანიების, მათი ვაჭრობის, რუსეთიდან ენერგორესურსების ექსპორტის შესაძლებლობის შეჩერება, სანქციებისთვის თავის არიდების შეჩერება“, - განაცხადა ზელენსკიმ და დონალდ ტრამპს მოუწოდა, შეამციროს სექტორები, რომლებიც კრემლის ომის მანქანას აფინანსებენ.

„ვიმედოვნებ, რომ პრეზიდენტი ტრამპი და აშშ ზეწოლას მოახდენენ რუსეთზე და შეაჩერებენ პუტინს“, - განაცხადა ზელენსკიმ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს