ურსულა ფონ დერ ლაიენი და ანტონიო კოშტა კიევში ჩავიდნენ

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი და ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ანტონიო კოშტა, რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან მეოთხე წლისთავზე, კიევში ჩავიდნენ.

„კიევში ომის დაწყებიდან მეათედ. იმისათვის, რომ კიდევ ერთხელ დავადასტუროთ, რომ ევროპა ურყევად დგას უკრაინის გვერდით, ფინანსურად, სამხედრო თვალსაზრისით და ამ მკაცრი ზამთრის განმავლობაში. იმისათვის, რომ ხაზი გავუსვათ ჩვენს ურყევ ერთგულებას უკრაინის სამართლიანი ბრძოლის მიმართ და ასევე, მკაფიო გზავნილი გავუგზავნოთ როგორც უკრაინელ ხალხს, ასევე აგრესორს: ჩვენ არ დავნებდებით მანამ, სანამ მშვიდობა არ აღდგება. მშვიდობა უკრაინის პირობებით“, - წერს ურსულა ფონ დერ ლაიენი სოციალურ ქსელში.

კიევში ჩასვლის შესახებ წერს ანტონიო კოშტაც.

„უსამართლო აგრესიული ომის ოთხი წელი. ურყევი უკრაინული გამბედაობის ოთხი წელი. ურყევი ევროპული მხარდაჭერის ოთხი წელი. ერთი საერთო გადაწყვეტილება: უკრაინაში სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის უზრუნველყოფა. სწორედ ამიტომ ვართ დღეს აქ, კიევში“, - წერს ევროპული საბჭოს პრეზიდენტი.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს