ანდრეი სიბიგა - ის, რასაც მოსკოვმა „სამდღიანი ოპერაცია“ უწოდა, ოთხწლიანი უკრაინული წინააღმდეგობა გახდა

ის, რასაც მოსკოვმა „სამდღიანი ოპერაცია“ უწოდა, ოთხწლიანი უკრაინული წინააღმდეგობა გახდა, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანდრეი სიბიგა სოციალურ ქსელში წერს.

„ოთხი წლის წინ რუსეთმა სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო, რათა უკრაინა რუკიდან გაექრო. ოთხი წლის შემდეგ უკრაინა კვლავ ადგილზე დგას - უფრო ძლიერი, ბრძოლაში გამოცდილი და გაუტეხელი. უკრაინა არ ჩამოიშალა. უკრაინა არ დანებდა. უკრაინა არ გაქრა“, - წერს სიბიგა X-ზე.

მისი თქმით, „უკრაინამ გლობალური უსაფრთხოების შესახებ დისკუსია შეცვალა“.

„ჩვენ დავამტკიცეთ, რომ თავისუფლება მხოლოდ რიტორიკას არ წარმოადგენს და მას დაცვა სჭირდება. ვაჩვენეთ, რომ საერთაშორისო სამართალი აბსტრაქტული ცნება არ არის და მისი დაცვა აუცილებელია. უკრაინის მხარდაჭერა ქველმოქმედება არ არის, ეს ინვესტიციის ჩადებაა სამყაროში, სადაც საზღვრების იძულებით შეცვლა არ ხდება, სადაც აგრესიას შედეგები მოჰყვება და სადაც გამძლეობა ტერორზე იმარჯვებს“, - აცხადებს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს