ვოლოდიმირ ზელენსკი - სრული უფლება გვაქვს ვთქვათ: დავიცავით ჩვენი დამოუკიდებლობა, არ დაგვიკარგავს ჩვენი სახელმწიფოებრიობა, პუტინმა თავის მიზნებს ვერ მიაღწია

დღეს ზუსტად ოთხი წელი შესრულდა მას შემდეგ, რაც პუტინმა კიევის აღების სამდღიანი შეტევა დაიწყო. ეს კი ბევრ რამეს ამბობს ჩვენს წინააღმდეგობაზე, იმაზე, თუ როგორ იბრძვის უკრაინა მთელი ამ ხნის განმავლობაში, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, ამ სიტყვების უკან დგას მილიონობით უკრაინელი, უზარმაზარი გამბედაობა, შრომისმოყვარეობა, გამძლეობა და ის გრძელი გზა, რომელსაც უკრაინა 24 თებერვლიდან მიჰყვება.

„შეჭრის დასაწყისს რომ ვიხსენებთ და დღევანდელ დღეს განვსჯი, სრული უფლება გვაქვს ვთქვათ: ჩვენ დავიცავით ჩვენი დამოუკიდებლობა, ჩვენ არ დაგვიკარგავს ჩვენი სახელმწიფოებრიობა; პუტინმა ვერ მიაღწია თავის მიზნებს. მან ვერ გატეხა უკრაინელები; მან ვერ მოიგო ეს ომი. ჩვენ შევინარჩუნეთ უკრაინა და ყველაფერს გავაკეთებთ მშვიდობისა და სამართლიანობის უზრუნველსაყოფად. დიდება უკრაინას!“- წერს ზელენსკი.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს