თენგიზ შარმანაშვილი - ტყუილ ანგარიშს რა მნიშვნელობა აქვს ჩვენთვის?! - რა ვქნა ახლა, ავყვე და ომი დავიწყო რუსეთის ფედერაციასთან იმიტომ, რომ იუკნევიჩიანემ მერე რეზოლუციაში რაღაც სისულელე არ ჩაწეროს?! ამას არ გავაკეთებთ!

ტყუილ ანგარიშს რა მნიშვნელობა აქვს ჩვენთვის?! - რა ვქნა ახლა, ავყვე და ომი დავიწყო რუსეთის ფედერაციასთან იმიტომ, რომ იუკნევიჩიანემ მერე რეზოლუციაში რაღაც სისულელე არ ჩაწეროს?! ამას არ გავაკეთებთ!, - ამის შესახებ „ქართული ოცნების" დეპუტატმა, თენგიზ შარმანაშვილმა საქართველოს შესახებ ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის ანგარიშის პროექტზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ანგარიშს არანაირი ფასი არ აქვს.

„მიიღონ რეზოლუცია - უკვე მერამდენეა?! 107-ე ხომ?! ჩვენ ამას ყურადღებას აღარ მივაქცევთ, იმიტომ რომ იქ არ არის სიმართლის ნატამალიც კი, იქ ადამიანები პირდაპირ ტყუილი ნარატივების გავრცელებას აპირებენ. მათ ერთხელ მიიღეს რეზოლუცია, სასწრაფოდ გადაიყვანეთ მიხეილ სააკაშვილი საავადმყოფოშიო, როდესაც 4 თვის გადაყვანილი იყო. ასეთი ხალხია ეს. მთელ მსოფლიოს აგებინებდნენ, რომ თურმე სააკაშვილი ციხეში, საავადმყოფოში იყო გადასაყვანი, რეზოლუციაში ჩაწერეს გადაიყვანეთო და სინამდვილეში, რამდენიმე თვის გადაყვანილი იყო. როგორ უნდა შევხედოთ ამას სერიოზულად?! არც შევხედავთ!

ანგარიშს არანაირი ფასი არ აქვს. ტყუილ ანგარიშს რა მნიშვნელობა აქვს ჩვენთვის?! როდესაც იმთავითვე ვიცი, რომ არანაირი ობიექტურობის ნიშანწყალი იქ არ იქნება, რატომ უნდა დავინტერესდე ამ თვალსაზრისით?! რა ვქნა ახლა, ავყვე და ომი დავიწყო რუსეთის ფედერაციასთან იმიტომ, რომ იუკნევიჩიანემ მერე რეზოლუციაში რაღაც სისულელე არ ჩაწეროს?! ამას არ გავაკეთებთ!“, - განაცხადა შარმანაშვილმა.

ცნობისთვის, 25 თებერვალს ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტში საქართველოს შესახებ ანგარიშს წარადგენენ. ანგარიშს ევროპარლამენტის მუდმივი მომხსენებელი, რასა იუკნევიჩიენე წარადგენს. პროექტის თანახმად, ანგარიში ასახავს ფაქტს, რომ „საქართველოში დემოკრატიული უკუსვლა კიდევ უფრო მეტად გაძლიერდა“. ანგარიშის პროექტში აღნიშნულია, რომ „ქართული ოცნება“ ევროკავშირის, ოფიციალური პირებისა და დიპლომატების წინააღმდეგ „სისტემატურ კამპანიას აგრძელებს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს