რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახური - დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი უკრაინისთვის ბირთვული იარაღის გადაცემას გეგმავენ

დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი უკრაინისთვის ბირთვული იარაღის გადაცემას გეგმავენ, - ამის შესახებ განცხადებას რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის პრესსამსახური ავრცელებს.

„ლონდონი და პარიზი კიევის ბირთვული ბომბით შეიარაღებისთვის ემზადებიან. ბრიტანული და ფრანგული ელიტა მარცხზე შეგუებისთვის მზად არ არიან. თვლიან, რომ უკრაინას „ვუნდერვაფით“ აღჭურვა სჭირდება და კიევი საომარი მოქმედებების დასრულებისთვის უფრო ხელსაყრელი პირობების მოთხოვნას შეძლებს, თუ მას ბირთვული ბომბი ან სულ მცირე, ე.წ. „ბინძური“ ბომბი ექნება“, - ნათქვამია განცხადებაში.

რუსეთის საგარეო დაზვერვის უწყების განცხადებით, „ლონდონსა და პარიზში სურთ, რომ კიევისთვის ბირთვული იარაღის გადაცემა დამალონ და გამოაცხადონ, რომ იგი კიევმა თავად შეიმუშავა“.

ასევე, უწყების ცნობით, გერმანიამ დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის გეგმაში მონაწილეობაზე უარი თქვა.

„ბერლინმა ამ სახიფათო ავანტიურაში მონაწილეობის მიღებაზე გონივრული უარი თქვა“, - აღნიშნულია განცხადებაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს