ირაკლი ზარქუა - ქართულმა საზოგადოებამ დიდი ხანია იცის გერმანიის ელჩის ფარისევლობა, მისი ორმაგი სტანდარტი, მისი დამოკიდებულება საქართველოს მიმართ, რომ ჩვენ აქ ვგონივართ შესაწირი ზვარაკი

ქართულმა საზოგადოებამ დიდი ხანია იცის გერმანიის ელჩის ფარისევლობა, მისი ორმაგი სტანდარტი, მისი დამოკიდებულება საქართველოს მიმართ, რომ ჩვენ აქ ვგონივართ შესაწირი ზვარაკი - უნდოდათ, უკრაინას და საქართველოს შეგვეკავებინა რუსეთი, რათა დანარჩენი ევროპა გადარჩენილიყო, - ამის შესახებ პარლამენტის დიასპორის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ზარქუამ საფრანგეთის, გერმანიისა და გაერთიანებული სამეფოს ელჩების განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.

მისი თქმით, ევროპა რუსეთის მიმართ სანქციების დაწესებისკენ მოგვიწოდებდა, „თავად ევროკავშირმა კი რუსეთთან ნავთობპროდუქტების ვაჭრობაში რეკორდები მოხსნა“.

როგორც ზარქუა აღნიშნავს, პრაგმატულ პოლიტიკას ალტერნატივა არ აქვს და საქართველოს ხელისუფლება ამ პოლიტიკას გააგრძელებს.

„ზოგადად, განსაკუთრებით, გერმანიის ელჩის ფარისევლობა, დიდი ხანია ქართულმა საზოგადოებამ იცის. მისი ორმაგი სტანდარტი, მისი დამოკიდებულება საქართველოს მიმართ, რომ ჩვენ აქ ვგონივართ შესაწირი ზვარაკი. ჩვენ დღესაც კი ვისმენთ ევროპარლამენტის ტრიბუნებიდან, თუ როგორ აქეზებენ უკრაინელებს და ამბობენ, „დიახ, ჩვენი უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანია რომ ომი გაგრძელდეს“. მოისმინეთ ლიეტუვას, ლატვიის, ესტონეთის წარმომადგენლების პოზიციები, რომ „დიახ, უკრაინაში ომი არის დანარჩენი ევროკავშირის უსაფრთხოება“. ეს იმაზე მეტყველებს, რომ სანამ ომი გრძელდება და რუსეთი უკრაინაში არის დაკავებული, ჩვენ აქ არაფერი გვემუქრებაო. ეს არის მიდგომა. ამისთვის იყო ეს ყველაფერი, უკრაინას და საქართველოს შეგვეკავებინა რუსეთი, რომ გადარჩენილიყო ესტონელი, ლატვიელი და დანარჩენი ევროპა. ეს იყო ამათი მიდგომა. ესენი ჩვენ სანქციებისკენ მოგვიწოდებდნენ და სტატისტიკა რომ აიღოთ, ევროკავშირმა ნავთობპროდუქტების ექსპორტში ვაჭრობაში რუსეთთან რეკორდები მოხსნა. 300 მილიარდზე მეტი შეუვიდა რუსეთს ბიუჯეტში ნავთობპროდუქტებით ვაჭრობაში. მეტსაც გეტყვით, ლატვიამ გადაგვასწრო ღვინით ექსპორტში რუსეთთან. ეს ხომ მონაცემებია?! ვის ატყუებენ?! ვის ეუბნებიან ამ სიგიჟეებს და სისულელეებს?! ლატვიამ ჩვენ - ღვინის სამშობლოს გადაგვასწრო რუსეთთან ექსპორტში და ეს ხალხი ჩვენ მოგვიწოდებს?! ეს არის ამათი მორალი, ორმაგი სახე, უსამართლო მიდგომები. კიდევ ერთხელ ვამბობთ - დღეს საქართველო არის შემდგარი სახელმწიფო, რომელსაც ჰყავს ლეგიტიმური მთავრობა, რომელიც ქართულ ღირებულებებზე, ინტერესებზე ზრუნავს. თქვენ ამის დემონსტრირებას ყოველდღიურად ხედავთ“, - განაცხადა ზარქუამ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს