ირაკლი ზარქუა - ოპოზიციამ ყოველ დღე უნდა ილოცოს, რომ ვადამდელი არჩევნები არ ჩავნიშნოთ - ჩვენ რომ ვადამდელი ჩავატაროთ, გაცილებით მეტს ავიღებთ

ოპოზიციამ ყოველ დღე უნდა ილოცოს, რომ ვადამდელი არჩევნები არ ჩავნიშნოთ - ჩვენ რომ ვადამდელი ჩავატაროთ, გაცილებით მეტს ავიღებთ, ვიდრე გვაქვს, - ამის შესახებ პარლამენტის დიასპორის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ზარქუამ “საარჩევნო კოდექსში” დაანონსებულ ცვლილებებზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიცია ყოველგვარი რეიტინგის გარეშეა დარჩენილი.

„ჩვენ, როგორც არის საერთაშორისო პრაქტიკა, იმის შესაბამისად ვაკეთებთ. როდესაც შენ გქვია საერთაშორისო დამკვირვებელი, არ უნდა იყო ადგილობრივი, გუშინ შექმნილი ორგანიზაციის წარმომადგენელი, რომელიც „ბეიჯს“ გიკეთებს. უცხო ქვეყნის მოქალაქე უნდა იყოს 18 წლის ზემოთ. ეს არის ნორმა, სტანდარტი და ეს შემოვიტანეთ ქართულ საარჩევნო სისტემაში.

დღეს ოპოზიციამ უნდა ილოცოს, რომ ვადამდელი არ ჩავნიშნოთ. ისინი არიან განულებულები, უცხვირპიროები, უსამშობლოები, ყოველგვარი რეიტინგის გარეშე. ჩვენ რომ ჩავატაროთ ვადამდელი, გაცილებით მეტს ავიღებთ, ვიდრე გვაქვს, თუმცა არანაირი საფუძველი, წინაპირობა არ არსებობს ვადამდელი არჩევნების. მათ ყოველდღე უნდა ილოცონ, რომ არ ჩავუნიშნოთ ვადამდელი არჩევნები. ამათი არჩევნებში მონაწილეობა არ გაიშვას. 2028-ში იქნება არჩევნები და მოემზადონ,“ - განაცხადა ზარქუამ.

ცნობისთვის, “ქართულ ოცნებას“ ახალმიღებულ საარჩევნო კანონმდებლობაში ცვლილებები შეაქვს. პარლამენტში ინიცირებული ცვლილებები საერთაშორისო საარჩევნო დამკვირვებლებს ეხება. “საარჩევნო კოდექსში“ ჩაიწერება, რომ საერთაშორისო დამკვირვებელი შეიძლება იყოს მხოლოდ უცხო ქვეყნის მოქალაქე - 18 წლის ასაკიდან. პროექტით ასევე განისაზღვრება საერთაშორისო დამკვირვებლების თანმხლები თარჯიმნის რეგისტრაციის პროცედურები. ამავე ცვლილებების თანახმად, საარჩევნო კომისიის სხდომაზე პირის მიერ სხდომის ფოტოვიდეოგადაღებისა და აუდიო-მონიტორინგის წესი ცესკოს დადგენილებით განისაზღვრება.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს