დიდმა ბრიტანეთმა „რუსული დეზინფორმაციის გავრცელების“ მიზეზით, „იმედი“ და „POSTV“ დაასანქცირა

დიდმა ბრიტანეთმა ტელეკომპანიებს - „იმედსა“ და „POSTV“-ს სანქციები დაუწესა, - ამის შესახებ ინფორმაციას დიდი ბრიტანეთის მთავრობა ავრცელებს.

დიდი ბრიტანეთს მთავრობის ცნობით, „იმედსა“ და „POSTV“-ს სანქციები დაუწესდათ, როგორც „რუსული დეზინფორმაციის გავრცელებაში ჩართულ ორგანიზაციებს“.

დიდი ბრიტანეთის მიერ დაწესებული სანქციები აქტივების გაყინვას, აქტივების მართვის ფინანსური მომსახურების აკრძალვასა და დირექტორის დისკვალიფიკაციას მოიცავს.

სანქციების დოკუმენტში აღნიშნულია, რომ იმედი და POSTV „რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შესახებ შეცდომაში შემყვან ინფორმაციას განზრახ ავრცელებენ თავიანთ აუდიტორიაში, რომელიც ძირითადად საქართველოშია წარმოდგენილი“.

„ეს მხარს უჭერს იმ პოლიტიკას ან ქმედებას, რომელიც უკრაინის დესტაბილიზაციას ხელს უწყობს ან ძირს უთხრის უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტს ან დამოუკიდებლობას. კერძოდ, რეგულარულად ავრცელებენ "კონტენტს", რომ უკრაინის მთავრობა და პრეზიდენტი ზელენსკი არალეგიტიმურია, უკრაინა დასავლეთის „მარიონეტია“, უკრაინა კორუმპირებული ქვეყანაა და რომ, უკრაინა და დასავლეთი საქართველოში დესტაბილიზაციის გამოწვევას ცდილობენ“, - ნათქვამია სანქციების დოკუმენტში.

ცნობისთვის, დღეს დიდმა ბრიტანეთმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების სია გააფართოვა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს