ელჩი - გაერთიანებული სამეფოს ხელისუფლებამ გამოაცხადა სანქციების პაკეტი, რომელიც მოიცავს 300 კომპანიასა და ინდივიდს, მათ შორისაა კომპანიები, რომლებიც ავრცელებენ დეზინფორმაციას, რაც დამაზიანებელია უკრაინის სუვერენიტეტისთვის

დღეს გაერთიანებული სამეფოს ხელისუფლებამ გამოაცხადა სანქციების პაკეტი, რომელიც მოიცავს დაახლოებით 300 კომპანიასა და ინდივიდს, მათ შორის, არიან კომპანიები, რომლებიც ავრცელებენ დეზინფორმაციას, რაც დამაზიანებელია უკრაინის სუვერენიტეტისთვის, - ამის შესახებ საქართველოში ბრიტანეთის ელჩმა გარეტ უორდმა განაცხადა.

მისი თქმით, სანქცირებულთა შორის ასევე არიან „ჩრდილოვანი ფლოტის“ გემები.

„დღეს გაერთიანებული სამეფოს ხელისუფლებამ გამოაცხადა სანქციების პაკეტი, რომელიც მოიცავს დაახლოებით 300 კომპანიასა და ინდივიდს. ისინი არიან სხვადასხვა სექტორში, მათ შორის არის „ტრანსნეფტი“, რომელიც პასუხისმგებელია თუ სწორად მახსოვს რუსული ნავთობის 80 პროცენტის ტრანზიტზე. სანქციების ქვეშ მოექცა „ჩრდილოვანი ფლოტის" გემები და ასევე კომპანიები, რომლებიც ავრცელებენ დეზინფორმაციას, რაც დამაზიანებელია უკრაინის სუვერენიტეტისთვის. ეს არის რისი თქმაც მსურს ამ ეტაპზე და ეს ინფორმაცია დეტალურად ხელმისაწვდომია ონლაინ“, - განაცხადა ელჩმა.

შეგახსენებთ, დიდმა ბრიტანეთმა ტელეკომპანიებს - „იმედსა“ და „POSTV“-ს სანქციები დაუწესა. ამის შესახებ ინფორმაციას დიდი ბრიტანეთის მთავრობა ავრცელებს.

დიდი ბრიტანეთს მთავრობის ცნობით, „იმედსა“ და „POSTV“-ს სანქციები დაუწესდათ, როგორც „რუსული დეზინფორმაციის გავრცელებაში ჩართულ ორგანიზაციებს“.

ცნობისთვის, დღეს დიდმა ბრიტანეთმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების სია გააფართოვა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს