პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო დათესვის, მოყვანის, კულტივირების, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო დათესვის, მოყვანის, კულტივირების, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

მათივე ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა უკანონოდ დათესა და მოიყვანა განსაკუთრებით დიდი ოდენობით 16975,77 გრ. ნარკოტიკული საშუალება „კანაფის“ შემცველი მცენარე. უკანონოდ ინახავდა დიდი ოდენობით 350,41 გრ. „ნედლ მარიხუანას“ და განსაკუთრებით დიდი ოდენობით 308, 81 გრ. „გამომშრალ მარიხუანას„. ასევე ინახავდა შესაბამისს ინვენტარს და შექმნილი ჰქონდა სპეციალური პირობები ნარკოტიკული საშუალების უკანონო დათესვის, მოყვანის, კულტივირების და უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით. სამართალდამცველებმა ბრალდებულის დროებითი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად აღნიშნული ნარკოტიკული საშუალება და ინვენტარი ამოიღეს.

„დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეორე ნაწილის "ა" და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 260 კვარტა მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი), 265 პრიმა მუხლის მესამე ნაწილის "ა" ქვეპუნქტით, (დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შენახვა, რეალიზაციის ხელშეწყობა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა, მოყვანა, კულტივირება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მცხეთის რაიონული პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეუფარდა“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

ავთანდილ  წულაძე - ბევრი თვლის, რომ პუტინი ათამაშებს ტრამპს, რომ მოატყუოს, ჩემი აზრით კი, პირიქითაა - ტრამპი ათამაშებს პუტინს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.02.2026
ნაკლები ტრავმა, მეტი სიზუსტე: ქირურგიის ახალი ერა Da Vinci Single Port-ით უკვე ხელმისაწვდომია MEMORIAL-ში
„ბორჯომი“ წარმოგიდგენთ პირველ 100%-ით ნატურალურ ენერგეტიკულ სასმელს - „ენერგია ბორჯომისგან“ - ბუნების ძალა!