სიმონ ჯანაშია - ერთი ადამიანი უნდა მოდიოდეს ვაკანსიაზე? ეს უაზრობაა - ასევე, როდესაც კობახიძე ამბობს, რომ იურისტები ვერ საქმდებიან თავის პროფესიით, ის თავისი პროფესიით არის დასაქმებული და იურისტის ფუნქციებს ასრულებს თუ სხვა სამსახურში მუშაობს?

ირაკლი კობახიძე როდესაც ამბობს, რომ იურისტები ვერ საქმდებიან თავის პროფესიითო, ის თავისი პროფესიით არის დასაქმებული და იურისტის ფუნქციას ასრულებს თუ სხვა სამსახურში მუშაობს,- ამის შესახებ „თავისუფლების მოედნის" წევრმა, სიმონ ჯანაშიამ განათლების რეფორმასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, განათლების რეფორმის მიზანია, რომ ქვეყანაში განათლებული ადამიანები ცოტანი იყვნენ.

„რაოდენობები, რომლებიც ირაკლი კობახიძემ დაასახელა, მხოლოდ სახელმწიფო უნივერსიტეტებს ეხება, მაგრამ კერძო უნივერსიტეტებს რას უხერხებენ, საერთოდ აუქმებენ, თუ სულ ერთია ბაზრისთვის კერძო უნივერსიტეტები რამდენ ადამიანს მიანიჭებს კვალიფიკაციას? დასაქმების ბაზარი არის უფრო ფართო, ვიდრე მათ გამოიკვლიეს. რასაც ეძახიან კვლევას [ბაზრის კვლევა], არაფერ კავშირშია მიღებულ გადაწყვეტილებებთან. რამდენად ლოგიკურია როცა რა სპეციალობების საჭიროებაც არსებობს, ამ მიმართულებებზე კვოტებს ამცირებ?

ეს ყველაფერი, ბაზრისთვის გახდება პრობლემატური. ლოგიკა, რასაც ეს რეფორმა გულისხმობს არის ის, რომ ვაკანსიისა და დასასაქმებელი პირების რაოდენობა თანაბარი იყოს. ეს უაზრობაა, ერთი ადამიანი უნდა მოდიოდეს ვაკანსიაზე?

უმაღლესი განათლება ქვეყანას შესაძლებლობას აძლევს განავითაროს ისეთი სტრატეგიული მიმართულებები, სადაც დასაქმება კი არ არის მნიშვნელოვანი, არამედ მოქალაქეების აღზრდა.

ირაკლი კობახიძე როდესაც ამბობს, რომ იურისტები ვერ საქმდებიან თავის პროფესიითო, ის თავისი პროფესიით არის დასაქმებული და იურისტის ფუნქციას ასრულებს თუ სხვა სამსახურში მუშაობს?",- განაცხადა სიმონ ჯანაშიამ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს