ვალერი ჩეჩელაშვილი - ჩვენი უმსხვილესი ბანკები, რომლებიც ნომინირებულია ლონდონის ბირჟაზე, არ განათავსებენ რეკლამას „იმედსა“ და „პოსტვ“-ზე, რადგან საშიშროება იქნება მათი მეორადი სანქციების - ეს ძალიან მტკივნეული ამბავია ორივე არხისთვის

ის ბანკები, რომლებიც არის ნომინირებული ლონდონის ბირჟაზე, ჩვენი უმსხვილესი ბანკები, რა თქმა უნდა, არ განათავსებენ რეკლამას „იმედსა“ და „პოსტვ“-ზე, რადგან მაშინ პირდაპირი საშიშროება იქნება მათ მიმართ მეორადი სანქციების თაობაზე, ამიტომ ეს ძალიან მტკივნეული ახალი ამბავია ორივე არხისთვის,- ამის შესახებ ექსპერტმა ვალერი ჩეჩელაშვილმა ორი ქართული ტელეკომპანიის მიმართ ბრიტანეთის მიერ დაწესებული სანქციების მნიშვნელობის განმარტებისას „ინტერპრესნიუსთან“ განაცხადა.

მისი განმარტებით, ზოგადად სასიამოვნო არ არის, როდესაც ბრიტანეთის მიერ ხარ დასანქცირებული, რადგან ეს ნიშნავს შესაძლებლობების შეზღუდვას, მათ შორის ეკონომიკურ ჭრილში.

„ეს ძალიან არასასიამოვნო ამბავია, იმიტომ, რომ ეს ნიშნავს, ყველაფერთან ერთად, მათი შესაძლებლობების შეზღუდვას, ვინაიდან ახლა, მაგალითად, რეკლამების განთავსებაზე ძალიან სერიოზულად დაფიქრდებიან მოთამაშეები, ვინაიდან შეიძლება მაშინ მეორადი სანქციები დაეკისროს მათ. საერთოდ არანაირი სიამოვნება არ არის ბრიტანელების დასანქცირებული რომ ხარ. ეს არის შეზღუდვები - ფინანსური, გადაადგილების და მათ შორის ეკონომიკური საქმიანობის. ის ბანკები, რომლებიც არის ნომინირებული ლონდონის ბირჟაზე, ჩვენი უმსხვილესი ბანკები- „საქართველოს ბანკი“ და „თიბისი“, რა თქმა უნდა, არ განათავსებენ რეკლამას, რადგან მაშინ პირდაპირი საშიშროება იქნება მათ მიმართ მეორადი სანქციების თაობაზე, ამიტომ ეს ძალიან მტკივნეული ახალი ამბავია ორივე არხისთვის“, - განაცხადა ვალერი ჩეჩელაშვილმა.

ავთანდილ  წულაძე - ბევრი თვლის, რომ პუტინი ათამაშებს ტრამპს, რომ მოატყუოს, ჩემი აზრით კი, პირიქითაა - ტრამპი ათამაშებს პუტინს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.02.2026
ნაკლები ტრავმა, მეტი სიზუსტე: ქირურგიის ახალი ერა Da Vinci Single Port-ით უკვე ხელმისაწვდომია MEMORIAL-ში
„ბორჯომი“ წარმოგიდგენთ პირველ 100%-ით ნატურალურ ენერგეტიკულ სასმელს - „ენერგია ბორჯომისგან“ - ბუნების ძალა!