ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 25 თებერვალს 13:00 საათიდან 16:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში ახალშენი, ჭილურტი, მჭადიჯვარი, ებნისი და მიმდებარე სოფლებში.
ინფორმაციას „ენერგო-პრო ჯორჯია“ ავრცელებს.
კომპანიის ცნობით, სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.