განათლების მკვლევარი - რეფორმა იმის ნაცვლად, რომ განათლების სისტემაში უთანასწორობა აღმოფხვრას, კიდევ უფრო უთანასწოროს ხდის - შშმ ბავშვები სასიცოცხლო და მნიშვნელოვანი სერვისების მიღმა აღმოჩნდებიან

ეს რეფორმა იმის ნაცვლად, რომ განათლების სისტემაში უთანასწორობა აღმოფხვრას, კიდევ უფრო უთანასწოროს ხდის - შშმ ბავშვები სასიცოცხლო და მნიშვნელოვანი სერვისების მიღმა აღმოჩნდებიან,- ამის შესახებ უმაღლესი განათლების მკვლევარმა რუსუდან ჭანტურიამ განათლების რეფორმასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, განათლება მხოლოდ პრივილეგირებული სტუდენტებისთვის იქნება და ელიტური გახდება.

„მოკვლევა გავაკეთეთ, თუ რა გავლენა ექნება ამ განათლების რეფორმას შშმ პირებზე და აღმოჩნდა, რომ ეს რეფორმა მათთვის სტრუქტურულ ბარიერებს შექმნის. პირველი, უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობაა, ის პრინციპები, რომელიც ჩადებულია ამ რეფორმაში - „1 ქალაქი - 1 ფაკულტეტი“ ბარიერს შეუქმნის მათთვის განათლების ხელმისაწვდომობას.

თბილისი მეტ-ნაკლებად ადაპტირებულია შშმ პირებისთვის. ამ ყველაფერზე საქართველოს მთავრობას არ უფიქრია. ეს რეფორმა, იმის ნაცვლად, რომ განათლების სისტემაში უთანასწორობა აღმოფხვრას, კიდევ უფრო უთანასწოროს ხდის.

საბოლოოდ კი, მივიღებთ იმას, რომ განათლება მხოლოდ პრივილეგირებული სტუდენტებისთვის იქნება და ელიტური გახდება.

შშმ პირები უმაღლესი განათლების მიღმა დარჩებიან, ამ რეფორმის შედეგად. ამ რეფორმის მავნებლობა და უარყოფითი შედეგები სცდება საუნივერსიტეტო სივრცესა და უმაღლეს განათლებას. მცირდება ან იზღუდება ისეთი მიმართულებები, რომლებიც მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

შშმ ბავშვები სასიცოცხლო და მნიშვნელოვანი სერვისების მიღმა აღმოჩნდებიან“,- განაცხადა რუსუდან ჭანტურიამ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს