„მედინას“ დირექტორი აცხადებს, რომ კიდევ ერთი ოპერაცია ჩაუტარდა ახალშობილს, რომელიც სანიტარმა საპირფარეშოში გააჩინა, შემდეგ კი მისი მკვლელობა სცადა

ბათუმში კლინიკა “მედინას” დირექტორი ჯუმბერ უნგიაძე აცხადებს, რომ ახალშობილს, რომელსაც დედამ დაზიანებები მიაყენა, კიდევ ერთი ოპერაცია ჩაუტარდა.

როგორც კლინიკის დირექტორი ჯუმბერ უნგიაძე “ინტერპრესნიუსთან” საუბრისას აცხადებს, ახალშობილის ჯანმრთელობის მდგომარეობა „შედარებით გაუმჯობესდა“.

“ოდნავ გაუმჯობესება გვაქვს, დღეს დილით დასრულდა მეორე ოპერაცია რეკონსტრუქციული, რომელმაც უპირატესობა მოგვცა, ცოტა გაუმჯობესება გვაქვს. საკმაოდ ძლიერი იყო ინფექციის განვითარება. უკეთესობა არის, ჯერ-ჯერობით მძიმედ მაინც ფასდება, იმედის ნაპერწკალი ჩაგვესახა. დედა გავწერეთ დღეს და სამართალდამცავებმა წაიყვანეს”, - აცხადებს ჯუმბერ უნგიაძე.

ბათუმის კლინიკა “მედინაში" კლინიკის სანიტარმა კვირას გამთენიისას საპირფარეშოში იმშობიარა, რის შემდეგაც ახალშობილს ყელის არეში დაზიანებები მიაყენა. ახალშობილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ქალი პოლიციამ დააკავა.

როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში “ინტერპრესნიუსთან” საუბრისას აცხადებენ, გამოძიება “სისხლის სამართლის კოდექსის” 11.პრიმა 19.109 მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახში ახალშობილი წევრის მიმართა განზრახ მკვლელობის მცდელობა გულისხმობს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს