არჩილ გორდულაძე - ნათელია, „იმედი“ გარე ძალების დავალებით დაარბიეს და მიიტაცეს „ნაცებმა“, ახლა შემსრულებლები აღარ ჰყავთ და თვითონ დაარტყეს - მიუხედავად იმისა, რომ გული საერთოდ არ აწუხებდა, პატარკაციშვილიც ბრიტანეთში გარდაიცვალა, გულით

დღეს, როგორც არასდროს, ნათელია, რომ „იმედი“ სწორედ გარე ძალების დავალებით დაარბიეს და მიიტაცეს ნაცებმა - ახლა შემსრულებლები აღარ ჰყავთ და თვითონ დაარტყეს, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, არჩილ გორდულაძე სოციალურ ქსელში წერს და ეხმაურება დიდი ბრიტანეთის მიერ ტელეკომპანიების „იმედისა“ და POSTV-ის სანქცირებას.

გორდულაძე აღნიშნავს, რომ "იმედის" დამფუძნებელი ბადრი პატარკაციშვილი, რომელსაც "გული საერთოდ არ აწუხებდა", სწორედ დიდ ბრიტანეთში "გარდაიცვალა გულით".

„იმედი“ იმ ქვეყანამ დაასანქცირა, რომლის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა „კამიტის“ თემა შეთხზა…

დღეს, როგორც არასდროს, ნათელია, რომ „იმედი“ სწორედ გარე ძალების დავალებით დაარბიეს და მიიტაცეს ნაცებმა…

ახლა შემსრულებლები აღარ ჰყავთ და თვითონ დაარტყეს…

მიუხედავად იმისა, რომ გული საერთოდ არ აწუხებდა, პატარკაციშვილიც ბრიტანეთში გარდაიცვალა, გულით…“, - წერს გორდულაძე.

ცნობისთვის, დიდმა ბრიტანეთმა ტელეკომპანიებს - „იმედსა“ და POSTV-ს სანქციები დაუწესა. დიდი ბრიტანეთის მთავრობის ცნობით, „იმედსა“ და POSTV-ს სანქციები დაუწესდათ, როგორც „რუსული დეზინფორმაციის გავრცელებაში ჩართულ ორგანიზაციებს“. დიდი ბრიტანეთის მიერ დაწესებული სანქციები აქტივების გაყინვას, აქტივების მართვის ფინანსური მომსახურების აკრძალვასა და დირექტორის დისკვალიფიკაციას მოიცავს. სანქციების დოკუმენტში აღნიშნულია, რომ "იმედი" და POSTV „რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შესახებ შეცდომაში შემყვან ინფორმაციას განზრახ ავრცელებენ თავიანთ აუდიტორიაში, რომელიც ძირითადად საქართველოშია წარმოდგენილი“.

ავთანდილ  წულაძე - ბევრი თვლის, რომ პუტინი ათამაშებს ტრამპს, რომ მოატყუოს, ჩემი აზრით კი, პირიქითაა - ტრამპი ათამაშებს პუტინს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.02.2026
ნაკლები ტრავმა, მეტი სიზუსტე: ქირურგიის ახალი ერა Da Vinci Single Port-ით უკვე ხელმისაწვდომია MEMORIAL-ში
„ბორჯომი“ წარმოგიდგენთ პირველ 100%-ით ნატურალურ ენერგეტიკულ სასმელს - „ენერგია ბორჯომისგან“ - ბუნების ძალა!