ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, ევროკავშირი უკრაინას 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხს ვიქტორ ორბანის ვეტოს მიუხედავად მიაწვდის

ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, ევროკავშირი უკრაინას 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხს ვიქტორ ორბანის ვეტოს მიუხედავად მიაწვდის.

ამის შესახებ ფონ დერ ლაიენმა კიევში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან და ევროპული საბჭოს პრეზიდენტ, ანტონიო კოშტასთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ფონ დერ ლაიენის თქმით, ევროკავშირი უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის მიწოდების საშუალებას იპოვის, იმის მიუხედავად, რომ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა ამისთვის ერთ-ერთი პროცედურული ნაბიჯი დაბლოკა.

“სესხი ევროპულ საბჭოში 27 სახელმწიფოს მეთაურის მიერ იქნა შეთანხმებული. მათ პირობა დადეს და ამ პირობის გატეხვა არ შეიძლება. ასე რომ, ამ კრედიტზე გადაწყვეტილებას აღვასრულებთ, ამა თუ იმ გზით. საშუალება მომეცით, ძალიან ცხადად ვთქვა - სხვადასხვა ვარიანტები გვაქვს და მათ გამოვიყენებთ”, - განაცხადა ფონ დერ ლაიენმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს