ლაშა ტუღუში - „ოცნებამ“ ნახევარი მსოფლიო მტრებად გადააქცია - იმდენად უცნაურია სურათი, ხანდახან დაჯერებაც მიჭირს - რისი იმედი გაქვს, როცა ბრიტანეთს, გერმანიას, საფრანგეთს, ევროკავშირს უპირისპირდები? - პუტინის?

ზიანი ბრიტანეთისგან ძალიან დიდი იქნება, კიდევ უფრო შორს წავა ვითარება, კიდევ უფრო გაიზრდება ესკალაციის ხარისხი და კიდევ უფრო დამძიმდება ქვეყნის მდგომარეობა, - ამის შესახებ „ლიბერალური აკადემიის“ ხელმძღვანელმა, ლაშა ტუღუშმა განაცხადა, რითაც დიდი ბრიტანეთის მიერ „იმედისა“ და POSTV-ის დასანქცირებას გამოეხმაურა.

„პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტიკური სივრცე“ ლაშა ტუღუშმა განაცხადა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მოახერხა და ნახევარი მსოფლიო მტრებად გადააქცია.

„იმდენად უცნაურია სურათი, რასაც თვალს ვადევნებთ, რომ ხანდახან დაჯერებაც მიჭირს. სარკისებურად თუ მოქმედებენ, მაშინ დაუსანქცირონ BBC-ი, რაღაც ანალოგიურით უპასუხონ, თუ ასეთი მაგრები არიან, რაღაც ნაბიჯები გადადგან.

კონფლიქტოლოგიის მარტივი წესებია, როცა ესკალაციაში მიყვები, უნდა დათვალო, შენი ძალები უნდა შეაფასო. რისი იმედი გაქვს, როცა ბრიტანეთის მთავრობას უპირისპირდები, რისი იმედი გაქვს, როცა გერმანიას უპირისპირდები? დღეს გადაურბინეს, დასცინეს ელჩს, რისი იმედი გაქვს, როცა საფრანგეთს და ევროკავშირს უპირისპირდები? შვედეთსაც დაუპირისპირდნენ და პოლონეთსაც, უკრაინაზე აღარაფერს ვამბობ, ჩვეულებრივი ამბავია, გაულაწუნებენ გამოულაწუნებენ, რისი იმედი აქვთ? პუტინის იმედი აქვთ? ისტორიამ არაფერი ასწავლა ამ ხალხს, რამდენჯერაც საქართველოს პრობლემა ჰქონდა, იმდენჯერ ფეხი დაუდო რუსეთმა.

ძალიან მძიმე ვითარება რატომაა იცით? ის, რაც ამდენი წლის განმავლობაში საქართველომ დიდი ბრძოლით, შრომით, მათ შორის შეცდომებით, სისხლით, ოფლით, მოიპოვა ამ ძალიან მძიმე გეოპოლიტიკურ ვითარებაში, ყველაფერი გაფლანგეს. ყველაფერი გაფლანგეს და ნახევარი მსოფლიო ჩვენს მტრებად გადააქციეს. ეს მოახერხეს, ესაა რეალობა“, - განაცხადა ლაშა ტუღუშმა.

ცნობისთვის, დიდმა ბრიტანეთმა ტელეკომპანიებს - „იმედსა“ და POSTV-ის სანქციები დაუწესა. დიდი ბრიტანეთის მთავრობის ცნობით, „იმედსა“ და POSTV-ის სანქციები დაუწესდათ, როგორც „რუსული დეზინფორმაციის გავრცელებაში ჩართულ ორგანიზაციებს“. დიდი ბრიტანეთის მიერ დაწესებული სანქციები აქტივების გაყინვას, აქტივების მართვის ფინანსური მომსახურების აკრძალვასა და დირექტორის დისკვალიფიკაციას მოიცავს. სანქციების დოკუმენტში აღნიშნულია, რომ "იმედი" და POSTV „რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შესახებ შეცდომაში შემყვან ინფორმაციას განზრახ ავრცელებენ თავიანთ აუდიტორიაში, რომელიც ძირითადად საქართველოშია წარმოდგენილი“.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს