მაკა ბოჭორიშვილი - ბოლო დღეების განმავლობაში ვიხილეთ მცდელობა, დასანქცირებულიყო რაიმე ქართული - არ არსებობს არანაირი საფუძველი ქართული ორგანიზაციების დასანქცირებისთვის

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი აცხადებს, რომ ქართული ორგანიზაციების დასანქცირებისთვის „საფუძველი არ არსებოს“.

კერძოდ, ბოჭორიშვილმა აღნიშნა, რომ ბოლო დღეების განმავლობაში იყო მცდელობა, დასანქცირებულიყო რაიმე ქართული, იყო საუბარი ქართული პორტის სანქცირებაზე, რაც თავიდან იქნა აცილებული, რადგან არ არსებობს არანაირი საფუძველი ქართული ორგანიზაციების დასანქცირებისთვის.

„ეს არის გაგრძელება იმ უსაფუძვლო და უსამართლო დამოკიდებულების საქართველოსთან მიმართებაში, რასაც ჩვენ ვხედავთ ბოლო წლების განმავლობაში, განსაკუთრებით ბოლო ოთხი წლის განმავლობაში. მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ ბოლო დღეების განმავლობაში ვიხილეთ მცდელობა, დასანქცირებულიყო რაიმე ქართული. იყო საუბარი ქართული პორტის სანქცირებაზე, რაც თავიდან იქნა აცილებული ერთადერთი მიზეზით, არ არსებობს არანაირი საფუძველი ქართული ორგანიზაციების დასანქცირებისთვის, მაშინ როდესაც საქართველო ზედმიწევნით ასრულებს ყველა იმ ვალდებულებას, რაც აქვს აღებული სანქციების თავიდან აცილებასთან დაკავშირებით", - განაცხადა მინისტრმა.

საგარეო საქმეთა მინისტრი ასევე გამოეხმაურა დიდი ბრიტანეთის მიერ „იმედისა“ და „პოსტივის“ დასანქცირების საკითხს.

„რაც შეეხება ტელევიზიების დასანქცირებას, წარმოუდგენელია, როდესაც ერთი მხრივ თავისუფალი სიტყვის ადვოკატი ხარ, ხოლო მეორე მხრივ ერჩი ტელევიზიას და თან არგუმენტად მოგყავს, რომ ეს ტელევიზიები პოპულარულია, ჰყავთ მაყურებელი და ჰყავთ გამზიარებლები", - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა, რომლის კომენტარსაც საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს