ხელვაჩაურში, პოლიციის შენობასთან მოქალაქეები საპროტესტო აქციას მართავენ

ხელვაჩაურში, პოლიციის შენობასთან მოქალაქეები საპროტესტო აქციას მართავენ.

როგორც ადგილზე შეკრებილები აცხადებენ, სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტზე რამდენიმე მოქალაქე იმყოფებოდა, რომელთაც საზღვრის გადაკვეთის უფლება არ მისცეს, მიზეზი კი არ განუმარტავთ.

აქციის მონაწილეების თქმით, მებაჟეებმა მოქალაქეები ხელვაჩაურის პოლიციაში გადაამისამართეს.

ხვიჩა დუმბაძის, უჩა ჯაყელისა და ბაჩი ჯაყელის ოჯახის წევრები მოითხოვენ, რომ აღნიშნულ პირებს საბაჟო გამშვები პუნქტის გადაკვეთის შესაძლებლობა მიეცეთ. ისინი შიშობენ, რომ ახალგაზრდებს ნარკოტიკის ჩადებით აშანტაჟებენ.

აქციის მონაწილეებს ადვოკატი ზაზა პაპიძეც შეუერთდა.

“მოქალაქეებს უკანონოდ შეუზღუდეს საბაჟო გამშვებ პუნქტზე გადაადგილება, გაურკვეველია, რატომ? - მათ გადაუდებელი აუცილებლობა ჰქონდათ, კლინიკაში მიდიოდნენ, საზღვარზე არ გაატარეს და არც განუმარტეს, რის გამო გადაამისამართეს ხელვაჩაურის პოლიციაში. ვიმყოფებოდით პოლიციაში, სადაც აღნიშნეს, რომ მათ ეს საკითხი არ ეხებოდათ. არის წინაპირობა ამ მოქალაქეებს ნარკოტიკს ჩაუდებენ, - სისტემური ხასიათი აქვს ამ ყველაფერს, ბრძოლას ვიწყებთ. თუ კონკრეტული დანაშაული აქვთ, შეუძლიათ შეედავონ, ადამიანებს აწამებენ და საბაჟოზე არ ატარებენ”,- აცხადებს ადვოკატი ზაზა პაპიძე.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს