Reuters - უნგრეთში საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ევროკავშირი რუსული ნავთობის სრული აკრძალვის წინადადებით გამოვა

უნგრეთში საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ევროკავშირი რუსული ნავთობის სრული აკრძალვის წინადადებით გამოვა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Reuters-ი ევროკავშირში წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

ორი წყაროს ინფორმაციით, დროის შესაბამისი მონაკვეთის არჩევის მიზანია, არ დაუშვას, რომ რუსული ნავთობის აკრძალვა მნიშვნელოვანი ფაქტორი გახდეს უნგრეთის წინასაარჩევნო კამპანიაში. ამ მომენტისთვის, უნგრეთი და სლოვაკეთი, რომლებიც ჯერ კიდევ დამოკიდებული არიან რუსული ნავთობის იმპორტზე, მკაცრად ეწინააღმდეგებიან ნებისმიერ აკრძალვას.

ევროკავშირის დღის წესრიგის პროექტის თანახმად, ევროკომისია აკრძალვის წინადადებით გამოსვლას 15 აპრილს გეგმავს, თუმცა ევროკავშირის დღის წესრიგს წინასწარი ხასიათი აქვს და თარიღი შეიძლება შეიცვალოს.

გამოცემა აღნიშნავს, რომ 12 აპრილის საპარლამენტო არჩევნებზე უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი და მისი ნაციონალისტური პარტია “ფიდესი” 16 წლის მანძილზე ძალაუფლების შენარჩუნების მხრივ ყველაზე დიდი გამოწვევის წინაშე აღმოჩნდებიან.

ასევე, აღინიშნება, რომ ევროკავშირმა უკვე შემოიღო სანქციები რუსული ნავთობის საზღვაო გზით იმპორტზე. თუმცა, ამჯერად ევროკავშირი რუსული ნავთობის სრული აკრძალვის კანონმდებლობაში დაფიქსირებას აპირებს, რომელიც ძალაში დარჩება უკრაინის წინააღმდეგ ომში სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის შემთხვევაშიც, რასაც შესაძლოა ევროკავშირის სანქციების გაუქმება გამოეწვია.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს