იური იგნატი -  რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ, 2022 წლიდან, 13 000 რაკეტა და 88 000 დრონი გაუშვა

რუსეთმა, უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან, უპრეცედენტო რაოდენობის საჰაერო დარტყმები განახორციელა, - ამის შესახებ უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობის კომუნიკაციების ხელმძღვანელი იური იგნატმა განაცხადა.

მისი თქმით, რუსეთმა უკრაინის ტერიტორიაზე უკვე გაუშვა 13 000 რაკეტა, 88 000 დრონი და 120 000-ზე მეტი საჰაერო მართვადი ბომბი.

„უბრალოდ დაფიქრდით: მაშინ, როდესაც ომის პირველი წლიდან ბომბები საერთოდ არ გამოიყენებოდა, დღეს უკვე 120 000-ზე მეტი საჰაერო მართვადი ბომბი, 13 000 რაკეტა და 88 000 დრონი აქვთ გამოყენებული“, - აღნიშნა იგნატმა.

მისი თქმით, საჰაერო ძალებმა და თავდაცვის ძალებმა „კინჟალის“ ტიპის 86 რაკეტა, „კალიბრის“ ტიპის 700-ზე მეტი ფრთოსანი რაკეტა, Kh-101 ტიპის და მისი ანალოგი 2 500 რაკეტა, „ისკანდერ-K“ ტიპის 260 რაკეტა და კიდევ სხვა ტიპის რაკეტები ჩამოაგდეს.

იგნატის თქმით, უკრაინის თავზე მტრის ბალისტიკური რაკეტების მნიშვნელოვანი რაოდენობა დაფრინავდა, რომელთა მოგერიებაც ამჟამად Patriot-ის სისტემას შეუძლია.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს