სტივ უიტკოფის განცხადებით, აშშ-ის და უკრაინის წარმომადგენლების შეხვედრა ჟენევაში 26 თებერვალს გაიმართება

აშშ-ის და უკრაინის ოფიციალური პირები 26 თებერვალს შვეიცარიის ქალაქ ჟენევაში მოლაპარაკებების კიდევ ერთ რაუნდს გამართავენ, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა სტივ უიტკოფმა განაცხადა.

უიტკოფის თქმით, ის და ჯარედ კუშნერი 26 თებერვალს ჟენევაში ირანთან მოლაპარაკებებისთვის ჩავლენ. ჟენევაში ყოფნისას უიტკოფი ასევე გეგმავს შეხვედრას უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანთან რუსტემ უმეროვთან.

უიტკოფის თქმით, მან უმეროვთან ტელეფონით ისაუბრა, რათა პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისგან შეხვედრის ნებართვა მიეღო. მისი განმარტებით, შეხვედრის მიზანია სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის გზების განხილვა.

უიტკოფის თქმით, ის და პრეზიდენტი დონალდ ტრამპი თვლიან, რომ აშშ-ს, უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტებს შორის სამმხრივი შეხვედრა უნდა გაიმართოს ტერიტორიისა და უსაფრთხოების გარანტიების საკითხების განსახილველად, თუმცა უიტკოფმა აღნიშნა, რომ მოლაპარაკებები ამ ეტაპზე ჯერ არ მისულა.

ცნობისთვის, აშშ-ის, უკრაინისა, რუსეთის წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკებების წინა რაუნდი 17-18 თებერვალს ჟენევაში გაიმართა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს