დონალდ ტრამპი - ირანს შეთანხმების დადებას სურს, მაგრამ არ მოგვისმენია სიტყვები: „ჩვენ არასდროს გვექნება ბირთვული იარაღი“

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, შარშან, ირანში ჩატარებული ოპერაციის შემდეგ ისინი გააფრთხილეს, რომ აღარ ეცადონ თავიანთი შეიარაღების პროგრამის აღდგენას, თუმცა აგრძელებენ და ამ ეტაპზე „კვლავ მისდევენ თავიანთ ბოროტ ბირთვულ ამბიციებს“.

კონგრესში, ყოველწლიური მიმართვის დროს ტრამპმა განაცხადა, რომ ირანს შეთანხმების დადება სურს, რათა თავიდან აიცილოს აშშ-ის შემდგომი დარტყმები, მაგრამ ჯერ არ აუღია ვალდებულება, რომ არასდროს შექმნის ბირთვულ იარაღს.

„ჩვენ მათთან მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ - მათ სურთ შეთანხმების დადება, მაგრამ არ მოგვისმენია ეს საიდუმლო სიტყვები: „ჩვენ არასდროს გვექნება ბირთვული იარაღი“. ამ პრობლემის დიპლომატიურად მოგვარებას ვამჯობინებ, მაგრამ ერთი რამ ცხადია: არასდროს დავუშვებ, რომ მსოფლიოში ტერორის ნომერ პირველ სპონსორს ბირთვული იარაღი ჰქონდეს“, - აღნიშნა ტრამპმა.

ავთანდილ  წულაძე - ბევრი თვლის, რომ პუტინი ათამაშებს ტრამპს, რომ მოატყუოს, ჩემი აზრით კი, პირიქითაა - ტრამპი ათამაშებს პუტინს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.02.2026
ნაკლები ტრავმა, მეტი სიზუსტე: ქირურგიის ახალი ერა Da Vinci Single Port-ით უკვე ხელმისაწვდომია MEMORIAL-ში
„ბორჯომი“ წარმოგიდგენთ პირველ 100%-ით ნატურალურ ენერგეტიკულ სასმელს - „ენერგია ბორჯომისგან“ - ბუნების ძალა!