Galaxy Unpacked 2026: ახალი AI სმარტფონი, რომელიც ყოველდღიურობას კიდევ უფრო მარტივს გახდის

25 თებერვალს, სან-ფრანცისკოში Samsung Electronics გამართავს Galaxy Unpacked ღონისძიებას, სადაც გაგვაცნობს Samsung-ის უახლეს Galaxy ინოვაციებს — ახალ ეტაპს AI-ის ეპოქაში, სადაც ინტელექტი ხდება ნამდვილად პერსონალური და ადაპტირებადი. ღონისძიებას შეგიძლია თვალი ადევნო ლაივ რეჟიმში Samsung Georgia-ს ოფიციალურ YouTube არხზე, თბილისის დროით 22:00 საათზე.

კამერის ევოლუცია: პროფესიონალური კონტენტი მხოლოდ რამდენიმე წამში

Samsung-ის მიზანია, შეამციროს ბარიერი ადამიანსა და ტექნოლოგიას შორის. Galaxy-ის ახალი S სერია შექმნილია, რათა მაქსიმალურად მოერგოს შენს ყოველდღიურობას და გაგითავისუფლოს დრო შენთვის მნიშვნელოვანი საქმისთვის.

ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი სიახლე კამერის სისტემას ეხება. აქამდე, რთული კადრების დამუშავება, ობიექტების აღდგენა ან რამდენიმე ფოტოს იდეალურად შერწყმა, დიდ პროფესიონალურ ცოდნასა და საათობით მუშაობას მოითხოვდა.

ახალი Galaxy-ის მეშვეობით, ეს ყველაფერი წამებშია შესაძლებელი - შენ უბრალოდ საკუთარი სიტყვებით უხსნი სმარტფონს რა გსურს და AI დავალებას მყისიერად ასრულებს. Galaxy-ის ახალ სერიას ექნება კამერის ერთიანი სისტემა, სადაც გადაღება, რედაქტირება და გაზიარება ერთ სივრცეშია შესაძლებელი.

Samsung-ის ინოვაციური იდეის მიხედვით, კრეატიულობა ტექნიკურ ცოდნაზე არ უნდა იყოს დამოკიდებული. Galaxy-ის ახალ S სერიასთან ერთად, ნებისმიერ მომხმარებელს შეეძლება შექმნას სინემატოგრაფიული ვიდეოები და შთამბეჭდავი ფოტოები.

უსაფრთხოების უმაღლესი დონე - პირადი სივრცე საჯარო ადგილებში

თანამედროვე სამყაროში სმარტფონი ჩვენი შეუცვლელი პირადი სივრცეა, თუმცა მას ხშირად ვიყენებთ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, სადაც ზოგჯერ გარკვეულ დისკომფორტს ვაწყდებით. Samsung-ი ამ პრობლემის გადასაჭრელად ინოვაციურ ტექნოლოგიას წარადგენს: უსაფრთხოების ახალი დონე (A New Layer of Privacy).

ამ ფუნქციაზე მუშაობა 5 წელზე მეტხანს გრძელდებოდა. ინჟინრებმა დეტალურად შეისწავლეს, თუ როგორ იყენებენ ადამიანები სმარტფონებს ყოველდღიურობაში, რას მიიჩნევენ პირადულად და როგორ უნდა იყოს დაცული პირადი სივრცე რეალურ გარემოში. ამ ყველაფერს უფრო დეტალურად Galaxy Unpacked ღონისძიებაზე მოისმენთ.

მომავალი უკვე აქ არის! მოემზადე პერსონალური ხელოვნური ინტელექტის ეპოქისთვის, რომელიც შენს ყოველდღიურობას სრულად შეცვლის.

არ გამოტოვო Galaxy Unpacked დღეს, 22:00 საათზე - Samsung Georgia-ს YouTube არხზე.

(R)

ავთანდილ  წულაძე - ბევრი თვლის, რომ პუტინი ათამაშებს ტრამპს, რომ მოატყუოს, ჩემი აზრით კი, პირიქითაა - ტრამპი ათამაშებს პუტინს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.02.2026
ნაკლები ტრავმა, მეტი სიზუსტე: ქირურგიის ახალი ერა Da Vinci Single Port-ით უკვე ხელმისაწვდომია MEMORIAL-ში
„ბორჯომი“ წარმოგიდგენთ პირველ 100%-ით ნატურალურ ენერგეტიკულ სასმელს - „ენერგია ბორჯომისგან“ - ბუნების ძალა!