აშშ-ში უკრაინის ელჩი - რუსეთის ნოვოროსიისკის პორტზე თავდასხმის შემდეგ აშშ-მა გაგვაფრთხილა, რომ ამან ამერიკის ეკონომიკურ ინტერესებზე გავლენა მოახდინა

რუსეთის ნოვოროსიისკის პორტზე თავდასხმის შემდეგ აშშ-მა გაგვაფრთხილა, რომ ამან ამერიკის ეკონომიკურ ინტერესებზე გავლენა მოახდინა, - ამის შესახებ აშშ-ში უკრაინის ელჩმა, ოლგა სტეფანიშინამ განაცხადა.

„მოვისმინეთ, რომ ნოვოროსიისკის პორტზე უკრაინის დარტყმებმა ზოგიერთ ამერიკულ ინვესტიციაზე გავლენა მოახდინა, რომელიც ყაზახეთის მეშვეობით ხორციელდება. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტისგან მოვისმინეთ, რომ ამერიკულ ინტერესებზე შეტევისგან თავი უნდა შევიკავოთ“, - განაცხადა აშშ-ში უკრაინის ელჩმა.

ელჩის ცნობით, აღნიშნულ საკითხზე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტისგან დემარში მიიღო.

ამასთან, ოლგა სტეფანიშინას თქმით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს უკრაინისთვის არ შეუთავაზებია, რომ ზოგადად, რუსეთის სამხედრო და ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე დარტყმებისგან თავი შეიკავოს.

„ეს უკავშირდებოდა იმას, რომ იქ ამერიკის ეკონომიკური ინტერესები დაზარალდა. ჩვენ ეს გავითვალისწინეთ“, - აღნიშნა ელჩმა.

ცნობისთვის, უკრაინამ ნოვოროსიისკის პორტს გასული წლის ნოემბერში დაარტყა. თავდასხმა ნოვოროსიისკის საზღვაო პორტის წყლებში მდებარე კასპიის მილსადენის საერთაშორისო კონსორციუმის კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე განხორციელდა. თავდასხმის შემდეგ კასპიის მილსადენის კონსორციუმის საზღვაო ტერმინალმა, რომლის მეშვეობითაც ყაზახეთი ნავთობის ექსპორტს ევროპასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში ახორციელებს, გადაზიდვები შეაჩერა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს