ირაკლი კობახიძე - 4 წლის განმავლობაში კულუარებში ითხოვდნენ ჩვენგან სანქციების დაწესებას, მაგრამ ამაზე საუბარს საჯაროდ ერიდებოდნენ - ახლა გადაწყვიტეს ამ ყველაფერზე ღიად საუბარი, რაც ძალიან კარგია

4 წლის განმავლობაში კულუარებში ითხოვდნენ ჩვენგან სანქციების დაწესებას, მაგრამ ამაზე საუბარს საჯაროდ ერიდებოდნენ, ახლა გადაწყვიტეს ამ ყველაფერზე ღიად საუბარი, რაც ძალიან კარგია,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩის განაცხადების თაობაზე ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ეს აჩვენებს ორმაგ სტანდარტს და იმას, რომ საქართველოს წინააღმდეგ კონკრეტული ინტერესი აქვთ.

„რასაც ჩვენ საზოგადოებას ვეუბნებოდით და რაზეც ვიღაცები ამბობდნენ, რომ თითქოს არ მომხდარა, დღეს უკვე ღიად დაიწყეს ამაზე საუბარი. ჯერ იყო ევროპარლამენტის რეზოლუცია, რომლითაც ღიად მოგვიწოდეს სანქციების დაწესებისკენ და ახლა არის უკვე ელჩების განცხადებები. მინდა შეგახსენოთ, რომ არის ქვეყნები, რომლებსაც ისინი აცხადებენ პროდასავლურად, ანტირუსულად და ასე შემდეგ, ამ ქვეყნებისთვის, რომლებსაც ასევე არ დაუწესებიათ არავითარი სანქციები, არც ერთხელ არავის მოუთხოვია სანქციების დაწესდება. აქედან ჩანს ორმაგი სტანდარტი. აქედან ჩანს, რომ ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ კონკრეტული ინტერესი აქვთ“,- განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის, საქართველოში გაერთიანებული სამეფოს ელჩმა, გარეტ უორდმა განაცხადა, რომ „არავინ სთხოვს საქართველოს გახსნას მეორე ფრონტი და ეს დეზინფორმაციაა. მისი განმარტებით, საქართველოს შეუძლია შეასრულოს თავისი როლი ევროპულ სანქციებთან შეერთებით.

„უკრაინაში რუსეთის შეჭრა ძალიან რელევანტური და მნიშვნელოვანი საკითხია საქართველოსთვის. ჩვენ ვიცით, რომ საქართველოს ტერიტორიების 20% ასევე არის ოკუპირებული რუსეთის მიერ. ჩვენ ვიცით რუსეთის არალეგალური ქმედების შესახებ, მისი ჯარები რჩებიან საქართველოს ტერიტორიაზე. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი აქ ის არის, როგორ შეუძლია საქართველოს მხარი დაუჭიროს უკრაინას. აქ ძალიან მკაფიოდ მინდა ვთქვა, რომ არავინ სთხოვს საქართველოს გახსნას მეორე ფრონტი. ეს დეზინფორმაციაა. ჩვენ ვამბობთ რომ საქართველოს შეუძლია შეასრულოს თავისი როლი ევროპულ სანქციებთან შეერთებით და იმის უზრუნველყოფით, რომ რუსეთს არ ექნება წვდომა საბრძოლო მასალაზე და არ ექნება შემოსავალი მისი ნავთობიდან და გაზიდან. ეს არის საკვანძო გზავნილი, რომელიც მე მაქვს საქართველოსთან მიმართებით", - განაცხადა გაერთიანებული სამეფოს ელჩმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს