თბილისის საქალაქო სასამართლოსთან, ლევან ჯანგველაძის მკვლელობის ორგანიზებაში ბრალდებულების სასამართლო პროცესის პარალელურად, პოლიციის განსაკუთრებული მობილიზებაა

თბილისის საქალაქო სასამართლოს პერიმეტრზე, სადაც ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის შეკვეთით და ანგარებით განზრახ მკვლელობის ორგანიზებაში ბრალდებული ძმების - მიქაძეებისა და გიორგი ჯოხაძის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს, ისევ პოლიციის განსაკუთრებული მობილიზებაა.

სამართალდამცავები იმყოფებიან როგორც სასამართლოს შიდა ტერიტორიაზე, ასევე ეზოში.

პროცესს ესწრება მხოლოდ ერთი ბრალდებული - გიორგი მიქაძე. რაც შეეხება დავით მიქაძესა და გიორგი ჯოხაძეს, მათზე ძებნაა გამოცხადებული.

სასამართლოში ბრალდების მხარის მტკიცებულებებს გამოიკვლევენ. კერძოდ კი, წერილობით მტკიცებულებებს.

პროცესზე ბრალდების მხარეს მოწმედ ცალკე წარმოებად მიმდინარე საქმეზე ბრალდებული გიორგი კაჭკაჭაშვილი ჰყავდა გამოძახებული, თუმცა, პენიტენციური დაწესებულებიდან წარმოდგენილი ოქმიდან ირკვევა, რომ მან სხდომაზე გამოცხადებაზე უარი განაცხადა.

რაც შეეხება ძებნაში მყოფ გიორგი ჯოხაძის მეუღლეს, როგორც პროკურორმა აღნიშნა, ის პარასკევს ჩანიშნულ სხდომაზე დაიკითხება.

ცნობისთვის, გამოძიება ძმებ გიორგი და დავით მიქაძეებს, ასევე გიორგი ჯოხაძეს ლევან ჯანგველაძის შეკვეთით მკვლელობის ორგანიზებას ედავება.

გიორგი ჯოხაძეს ასევე, გიორგი კაჭკაჭაშვილთან ერთად მართლსაწინააღმდეგოდ ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღების შეძენას ედავებიან.

ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის შეკვეთითა და ანგარებით, განზრახ მკვლელობისთვის და გია ჩადუნელის მკვლელობის მცდელობისთვის მსჯავრდებულია გელა უძილაური. მას უვადო თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი. აღნიშნული საქმის ფარგლებში ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ გასაღების ფაქტზე მსჯავრდებულია სანდრო წივწივაძე, მას 8 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.

ამავე საქმის ფარგლებში ბრალდებულია ყოფილი გენერალური პროკურორი, ოთარ რომანოვ-ფარცხალაძე. მას ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25/109-ე მუხლის ,,ნ“ ქვეპუნქტით წარუდგინეს, რაც შეკვეთით და ანგარებით განზრახ მკვლელობის ორგანიზებას გულისხმობს.

აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ოთარ რომანოვ- ფარცხალაძე რუსეთის მოქალაქეა, მის მიმართ საერთაშორისო ძებნაა გამოცხადებული.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს