ეკა სეფაშვილი - ღიმილისმომგვრელია სანქცირება იმისთვის, რომ თურმე „იმედი“ და „პოსტვ“ ხელს უწყობს უკრაინის შესახებ დეზინფორმაციის გავრცელებას, ეს არის დიდი ტყუილი - ამ არხებზე არავითარი დეზინფორმაცია არ არის არასდროს გასული

ძალიან სასაცილოა იმის წარმოდგენა, რომ „პოსტვ” და „იმედი” თურმე ისეთი გავლენიანები არიან, რომ მსოფლიო არენაზე განსაზღვრავენ იმას, თუ ვინ რას იფიქრებს უკრაინის შესახებ - ეს ორი არხი გამიზნულია ქართული პოლიტიკისთვის, ქართველი მოსახლეობისთვის და მათ მიერ გავრცელებული ინფორმაციები, პირველ ყოვლისა, მიმართულია ქართველ საზოგადოებაზე, - ამის შესახებ „ხალხის ძალის” დეპუტატმა, ეკა სეფაშვილმა განაცხადა, რითაც დიდი ბრიტანეთის მიერ ტელეკომპანიების „იმედისა“ და POSTV-ის სანქცირებას გამოეხმაურა.

მისი თქმით, დეზინფორმაცია და ტყუილი ძალიან მოკლევადიანი სტრატეგიაა და სიმართლე და ფაქტების რეალურად ასახვა ის სტრატეგიაა, რასაც “პოსტვ” და “იმედი” ახორციელებს.

„დიდ ბრიტანეთის მიერ „იმედის” და „პოსტვის” დასანქცირება სასოწარკვეთილი მცდელობაა, როგორმე საქართველოს ხელისუფლება და ხალხი აიძულონ, რომ ხელი მოაწერონ საქართველოს დაღუპვის გადაწყვეტილებას. ძალიან სასაცილოა იმის წარმოდგენა, რომ “პოსტვ” და “იმედი” თურმე ისეთი გავლენიანები არიან, რომ მსოფლიო არენაზე განსაზღვრავენ იმას, თუ ვინ რას იფიქრებს უკრაინის შესახებ. ამ არხების მიმართ უდიდესი პატივისცემის მიუხედავად, რაც გამოიხატება იმაში, რომ სიმართლეს ავრცელებენ და უდიდესი როლი შეასრულეს საქართველოში მშვიდობის დაცვის საქმეში, სიმართლე ის არის, რომ ეს ორო არხი გამიზნულია ქართული პოლიტიკისთვის, ქართველი მოსახლეობისთვის და მათ მიერ გავრცელებული ინფორმაციები, პირველ ყოვლისა, მიმართულია ქართველ საზოგადოებაზე. ძალიან ღიმილის მომგვრელია სანქცირება იმისთვის, რომ თურმე ეს ორი არხი ხელს უწყობს უკრაინის შესახებ დეზინფორმაციის გავრცელებას. ეს არის დიდი ტყუილი - ამ არხებზე არავითარი დეზინფორმაცია არ არის არასდროს გასული. ის არხები კი, რომლებიც მართლაც დეზინფორმაციას ავრცელებენ, განაგრძობენ საქართველოში ფუნქციონირებას - რატომღაც მათ შესახებ ვერ იცლის ბრიტანეთი. საზოგადოებას შევახსენებ, რომ დიდი ბრიტანეთი ის სახელმწიფოა, სადაც მათი საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ თავიდან ბოლომდე დეზინფორმაციაზე აგებული ფილმი მომზადდა იმის შესახებ, რომ საქართველოში ,,კამიტი” გამოიყენეს. ამ ტყუილი ნარატივის გავრცელებისთვის მათ უამრავი ფული დახარჯეს და ახლა ძალიან შეწუხებული და შეშფოთებულები არიან, რომ ამდენი დანახარჯის მიუხედავად მათმა დეზინფორმაციამ საწადელს ვერ მიაღწია. რეალობა ერთია - დეზინფორმაცია და ტყუილი ძალიან მოკლევადიანი სტრატეგიაა და სიმართლე და ფაქტების რეალურად ასახვა ის სტრატეგიაა, რასაც ახორციელებს “პოსტვ” და “იმედი”. ეს არის მათი დიდი და მზარდი რეიტინგების საიდუმლო. დარწმუნებული ვარ, ეს არხები კვლავ გააგრძელებენ ამ მიმართულებით მუშაობას და არავითარი სანქციები არ იქნება ძალა,

რომელიც შეაჩერებს ამ არხების მაუწყებლობას და იმ დიდ საქმის, რომელსაც ეწოდება ამ არხების წვლილი საზოგადოების ინფორმირებულობაში, რაც ამ მღელვარე ეპოქაში უმნიშვნელოვანესია, რადგან სწორედ სიმართლით შეიარაღებული საზოგადოებაა ის ძალა, რომელიც უპირისპირდება ქაოსს, არეულობას და ომს საქართველოში”, - განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

ცნობისთვის, დიდმა ბრიტანეთმა ტელეკომპანიებს - „იმედსა“ და POSTV-ს სანქციები დაუწესა. დიდი ბრიტანეთის მთავრობის ცნობით, „იმედსა“ და POSTV-ს სანქციები დაუწესდათ, როგორც „რუსული დეზინფორმაციის გავრცელებაში ჩართულ ორგანიზაციებს“. დიდი ბრიტანეთის მიერ დაწესებული სანქციები აქტივების გაყინვას, აქტივების მართვის ფინანსური მომსახურების აკრძალვასა და დირექტორის დისკვალიფიკაციას მოიცავს. სანქციების დოკუმენტში აღნიშნულია, რომ "იმედი" და POSTV „რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შესახებ შეცდომაში შემყვან ინფორმაციას განზრახ ავრცელებენ თავიანთ აუდიტორიაში, რომელიც ძირითადად საქართველოშია წარმოდგენილი“.

ავთანდილ  წულაძე - ბევრი თვლის, რომ პუტინი ათამაშებს ტრამპს, რომ მოატყუოს, ჩემი აზრით კი, პირიქითაა - ტრამპი ათამაშებს პუტინს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.02.2026
ნაკლები ტრავმა, მეტი სიზუსტე: ქირურგიის ახალი ერა Da Vinci Single Port-ით უკვე ხელმისაწვდომია MEMORIAL-ში
„ბორჯომი“ წარმოგიდგენთ პირველ 100%-ით ნატურალურ ენერგეტიკულ სასმელს - „ენერგია ბორჯომისგან“ - ბუნების ძალა!