ირაკლი კობახიძე უკრაინის შესახებ გაეროს რეზოლუციაზე - არის ქვეყნები, რომლებმაც თავი შეიკავეს ამ რეზოლუციის მხარდაჭერისგან, თუმცა, ეს ქვეყნები არიან გამოცხადებული პროდასავლურ და ანტირუსულ ქვეყნებად

არის ქვეყნები, რომელთაც არ დავასახელებ შეგნებულად ჩვენი ურთიერთობებიდან გამომდინარე, რომლებმაც თავი შეიკავეს რეზოლუციის მხარდაჭერისგან, თუმცა, ეს ქვეყნები არიან გამოცხადებული პროდასავლურ ქვეყნებად და ანტირუსულ ქვეყნებად,- ამის შესახებ პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, როგორ შეაფასებს იმ ფაქტს რომ „საქართველოს მიმართ უსაფუძვლო კრიტიკა ისმის უკრაინასთან დაკავშირებით, იმ ფონზე რომ რეზოლუციას, რომლის სახელწოდებაა „უკრაინაში მყარი მშვიდობის მხარდაჭერა“, 107-მა სახელმწიფომ დაუჭირა მხარი, მათ შორის საქართველომ, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და უნგრეთმა კი თავი შეიკავა“.

მისივე თქმით, საქართველო ათასამდე სხვადასხვა ტიპის აქტს შეუერთდა ამ 4 წლის განმავლობაში, რომელიც მხარს უჭერდა უკრაინის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას და გმობდა რუსეთის სამხედრო აგრესიას.

„აქაც გვქონდა ღიად მხარდამჭერი პოზიცია, მხარი დავუჭირეთ შესაბამის რეზოლუციას. ჩამოთვალეთ ქვეყნები, რომლებმაც არ დაუჭირეს მხარი ამ რეზოლუციას. ასევე არიან სხვა ქვეყნები, რომელთაც არ დავასახელებ შეგნებულად ჩვენი ურთიერთობებიდან გამომდინარე, რომლებმაც თავი შეიკავეს მხარდაჭერისგან, თუმცა, ეს ქვეყნები არიან გამოცხადებული პროდასავლურ ქვეყნებად და ანტირუსულ ქვეყნებად. რამდენად სამარცხვინოა ეს ორმაგი სტანდარტები, თავადაც ხედავთ. ჩვენი პოლიტიკა მკაფიოა, ათასამდე სხვადასხვა ტიპის აქტს შევუერთდით ამ 4 წლის განმავლობაში, რომელიც მხარს უჭერდა უკრაინის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას და გმობდა რუსეთის სამხედრო აგრესიას, ამ ფონზე ეს ორმაგი სტანდარტები თავის თავზე მოქმედებს“,- აღნიშნა პრემიერმა.

გარდა აღნიშნული საკითხისა, მან რუსული პროდუქტის იმპორტთან დაკავშირებულ საკითხზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებდა, რომ ევროკავშირმა იმპორტის ხარჯზე მილიარდებით დააფინანსა რუსეთის მიერ წარმოებული ომი უკრაინაში.

„იცით, რომ ერთ-ერთი მთავარი იმპორტიორი რუსული პროდუქტის ევროკავშირია, ძალიან დიდ თანხებს უხდიდნენ. აღნიშნულზე თავად ევროპული ბიუროკრატია საუბრობს, მახსოვს, ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრი იყო, რომელიც აცხადებდა, რომ მილიარდებით დააფინანსა ევროკავშირმა იმპორტის ხარჯზე რუსეთის მიერ წარმოებული ომი უკრაინაში. ასეთ დროს ჩვენს წინააღმდეგ განცხადებების კეთება უადგილოა. ჩვენ გვაქვს ეროვნული ინტერესები, ვაწარმოებთ პოლიტიკას ეროვნული ინტერესების შესაბამისად, ამ მიზეზით არ დაწესდა სანქციები, რაც ყველამ კარგად იცის. ვერ ბედავდნენ ღიად ასეთი მოწოდებების გაკეთებას, ახლა რატომღაც გადაწყვიტეს ასეთი განცხადებების გაკეთება“,- აღნიშნა პრემიერმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს