ვაჟა დარჩია ბათუმის საკრებულოში უმრავლესობის დეპუტატებს - მუნიციპალური სამსახურის უფროსი დაიბარეთ და იკითხეთ, რა მოხდა? ღარიბებს რატომ უნგრევთ ჯიხურებს და მდიდრებს რატომ უტოვებთ, რატომ ხდება შერჩევითი სამართალი?

ბათუმის საკრებულოში „ლელო- ძლიერი საქართველოს” წევრმა ვაჟა დარჩიამ უმრავლესობის დეპუტატებს მიმართა, მუნიციპალური სამსახურის უფროსი ბათუმის ბულვარში ჯიხურების დემონტაჟის საკითხზე დაიბარონ.

აღნიშნულის თაობაზე დარჩიამ ბათუმი საკრებულოს სხდომაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ჯიხურების დემონტაჟი შერჩევითი სამართლის პრინციპით ხდება.

„ბათუმში უნებართვო მშენებლობებია, ამ უკანონობასთან რა რეაქცია გვაქვს? გამოვდივარ ინიციატივით, მუნიციპალური სამსახურის უფროსი დაიბარეთ და იკითხეთ, რა მოხდა? ღარიბებს რატომ უნგრევთ ჯიხურებს და მდიდრებს რატომ უტოვებთ, რატომ ხდება შერჩევითი სამართალი?”,- განაცხადა ვაჟა დარჩიამ.

მმართველი გუნდის წევრებმა აღნიშნული განცხადება უპასუხოდ დატოვეს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს