ევროკავშირის მხარდაჭერით BTU პროფესიული განათლების მიმართულებით ახალ პროექტს იწყებს

ევროკავშირის დაფინანსებითა და BTU-ს მონაწილეობით, პროფესიული განათლების მიმართულებით ახალი, 3-წლიანი პროექტი ,,VET-Caucasus - Strengthening VET systems in Armenia and Georgia for skills and workforce development’’ დაიწყო.

VET Caucasus პროექტი მიზნად ისახავს საქართველოსა და სომხეთში პროფესიული განათლების სისტემების ხარისხისა და შრომის ბაზართან შესაბამისობის გაძლიერებას. პროექტის ფარგლებში განხორციელდება პროფესიული განათლების პედაგოგებისა და ადმინისტრაციული პერსონალის გადამზადება, შეიქმნება Digital Learning Hub ღია წვდომის საგანმანათლებლო რესურსებისთვის, განხორციელდება საპილოტე პროგრამები თანამედროვე, კომპეტენციებზე დაფუძნებული სწავლების მოდელების ინტეგრაციისთვის და შემუშავდება მდგრადობისა და პოლიტიკის რეკომენდაციები ეროვნულ სტრატეგიებში საუკეთესო პრაქტიკის ასახვის მიზნით. ამასთან, პროექტის განმავლობაში დაგეგმილია მასშტაბური საინფორმაციო ღონისძიებები სომხეთსა და საქართველოში, რაც უზრუნველყოფს დაინტერესებული მხარეების აქტიურ ჩართულობასა და პროექტის გრძელვადიან გავლენას.

პროექტის მიზანია პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერება მმართველობის, ხარისხის უზრუნველყოფისა და შრომის ბაზართან ინტეგრაციის მიმართულებით. პროექტი ხელს შეუწყობს ევროკავშირის საკნონმდებლო ჩარჩოებისა და ინსტრუმენტების (EQF, ESCO, EQAVET, EntreComp, Europass) დანერგვას სასწავლო პროგრამების განვითარებისა და უნარების აღიარების მიზნით.

(R)

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს