არჩილ გორდულაძე - ევროპარლამენტში მიღებული არაერთი რეზოლუცია გვახსოვს, რომელიც ტყუილებით იყო გაჯერებული და მიზნად ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევას ისახავდა - ანალოგიურ შემთხვევასთან გვაქვს საქმე

ევროპარლამენტში მიღებული არაერთი რეზოლუცია გვახსოვს, რომელიც ტყუილებით იყო გაჯერებული და მიზნად ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევას ისახავდა - ანალოგიურ შემთხვევასთან გვაქვს საქმე, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტში საქართველოს შესახებ ანგარიშს წარდგენაზე საუბრისას განაცხადა.

გორდულაძის თქმით, “ნიშანდობლივია, რომ ევროპარლამენტში ერთი მხრივ, რეზოლუციები ინიცირდება და მეორე მხრივ, საქართველოში ევროპული ქვეყნების ელჩები აცხადებენ, რომ სანქციები უნდა დაწესდეს რუსეთისთვის და მოგვიწოდებენ, რომ ჩამოვშალოთ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა და ომის ქარცეცხლში გავეხვიოთ.”

“რასა იუკნევიჩიენე ის ადამიანია, რომელიც “ქართული ოცნების” მილიონ 200 ათასზე მეტ მხარდამჭერს პარაზიტებად მოიხსენებს. ამ ადამიანის ლექსიკა პირდაპირ თანხვედრაშია ევროპაში 1930-1940-იან წლებში არსებულ ლექსიკასთან და დეჰუმანიზაციის მცდელობასთან. შესაბამისად, ამ ადამიანის მიერ მომზადებულ რეზოლუციას იმ ფურცლის ფასი აქვს, რომელზედაც ასეთი რეზოლუციები იბეჭდება. არაერთი რეზოლუცია გვახსოვს ევროპარლამენტში მიღებული, რომელიც ტყუილებით იყო გაჯერებული და მიზნად ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევას ისახავდა - ანალოგიურ შემთხვევასთან გვაქვს საქმე. ნიშანდობლივია, რომ ევროპარლამენტში ერთი მხრივ, რეზოლუციები ინიცირდება და მეორე მხრივ, ჩვენს ქვეყანაში ევროპული ქვეყნების ელჩები განცხადებას აკეთებენ, რომ სანქციები უნდა დავაწესოთ რუსეთისთვის და მოგვიწოდებენ, რომ ჩამოვშალოთ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა და ომის ქარცეცხლში გავეხვიოთ. ამავდროულად, ვხედავთ დიდი ბრიტანეთის სანქციებს თავისუფალი მედიის და სიტყვის წინააღმდეგ. საზოგადოება რწმუნდება, რომ ჩვენი ქვეყნის წინაშე არსებული საფრთხეები და გამოწვევები არსად წასულა და ზუსტად ახლა არის ქართველი ერის გაერთიანების დრო იმ გარე ჩარევების წინააღმდეგ, რომლის მიზანიც ჩვენს ქვეყანაში კონკრეტული პირების და აგენტურის მოყვანაა - შემდეგ კი მეორე ფრონტის მოწყობა და იმ უბედურებაში ქვეყნის გადავარდნა, რომელიც ჩვენს მეგობარ უკრაინაში ტრიალებს”, - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

ცნობისთვის, დღეს ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტში საქართველოს შესახებ ანგარიშს წარადგენენ. ანგარიშს ევროპარლამენტის მუდმივი მომხსენებელი, რასა იუკნევიჩიენე წარადგენს. პროექტის თანახმად, ანგარიში ასახავს ფაქტს, რომ „საქართველოში დემოკრატიული უკუსვლა კიდევ უფრო მეტად გაძლიერდა“. ანგარიშის პროექტში აღნიშნულია, რომ „ქართული ოცნება“ ევროკავშირის, ოფიციალური პირებისა და დიპლომატების წინააღმდეგ „სისტემატურ კამპანიას აგრძელებს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს