ბადრი ჯაფარიძე - ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობას იმდენი არაჩვეულებრივი პატრიოტი შეეწირა, იმდენის სისხლი დაიღვარა, რომ არ გვაქვს სხვა ამოცანა, გარდა იმისა, დამოუკიდებლობას გავუფრთხილდეთ და ვიბრძოლოთ მისი შენარჩუნებისთვის

ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობას იმდენი არაჩვეულებრივი პატრიოტი შეეწირა, იმდენის სისხლი დაიღვარა, რომ ჩვენ არ გვაქვს სხვა ამოცანა, გარდა იმისა, რომ დამოუკიდებლობას გავუფრთხილდეთ და ვიბრძოლოთ მისი შენარჩუნებისთვის, - ამის შესახებ „ლელო - ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ კოჯორში განაცხადა, სადაც დაღუპული იუნკერების ხსოვნას პატივი მიაგო.

მისივე თქმით, ყოველთვის უნდა გვახსოვდეს ის მსხვერპლი, რომელიც ქართველებმა დამოუკიდებლობისთვის გაიღეს.

„ჩვენ დღეს პატივს მივაგებთ ბოლშევიკური რუსეთის წითელ არმიასთან უთანასწორო ბრძოლაში დაღუპულ ქართველებს, რომლებმაც საკუთარი ქვეყნის დამოუკიდებლობას სიცოცხლე შესწირეს. ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობას იმდენი არაჩვეულებრივი პატრიოტი შეეწირა, იმდენის სისხლი დაიღვარა, რომ ჩვენ არ გვაქვს სხვა ამოცანა, გარდა იმისა, რომ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობას გავუფრთხილდეთ, ვიბრძოლოთ მისი შენარჩუნებისთვის, დაცვისთვის. ყოველთვის უნდა გვახსოვდეს ის მსხვერპლი, რომელიც ქართველებმა ამ უდიდესი მონაპოვრისთვის და მისი შენარჩუნებისთვის გაიღეს. კიდევ ერთხელ პატივი უნდა მივაგოთ ქართველებს, რომლებიც გმირულად იდგნენ აქ და იცავდნენ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობას წითელი არმიის წინააღმდეგ ბრძოლაში," - განაცხადა ჯაფარიძემ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს