„პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ - გაეროს ბავშვთა უფლებების კომიტეტმა, ნინოწმინდის ბავშვთა სახლის გადაწყვეტილებაზე აღსრულების მონიტორინგი გააგრძელა

გაეროს ბავშვთა უფლებების კომიტეტმა, ნინოწმინდის ბავშვთა სახლის გადაწყვეტილებაზე აღსრულების მონიტორინგი გააგრძელა. ამის შესახებ ინფორმაციას „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, გაეროს ბავშვთა უფლებების კომიტეტი მონიტორინგის გაგრძელების შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას ახლად გამოქვეყნებულ “პროგრესის შესახებ ანგარიშში” ასაბუთებს: „კომიტეტის მოსაზრებების იმპლემენტაციის მიზნით, სახელმწიფომ გარკვეული ზომები მიიღო, თუმცა, არა საკმარისი. აღნიშნულიდან გამომდინარე, კომიტეტმა გადაწყვიტა, რომ გააგრძელოს სახელმწიფოსთან დიალოგი ინდივიდუალური რეპარაციისა (კომპენსაცია, რეაბილიტაცია, რესტიტუცია) და სისხლის სამართლის გამოძიების საკითხებზე“.

„გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტი განსაკუთრებულად შეშფოთებულია ფაქტით, რომ პანსიონში დღემდე ცხოვრობენ ბავშვები, რომლებსაც თავდაპირველად ჰქონდათ რეპარაციის სურვილი, მაგრამ გადაწყვეტილება რამდენიმე დღეში გააუქმეს და უარი თქვეს იურისტებთან კომუნიკაციაზე, რაც, კომიტეტის შეფასებით, შესაძლოა, მიუთითებდეს მათზე განხორციელებულ არასათანადო ზეწოლასა და გარე გავლენაზე.

კომიტეტი ამბობს, რომ სახელმწიფომ განმეორებით უნდა შეაფასოს იმ ბავშვების მდგომარეობა, რომლებიც ჯერ ისევ რჩებიან ნინოწმინდის პანსიონში.

კომიტეტის ანგარიში ხაზს უსვამს გარემოებას, რომ 2021 წლის 3 ივნისს დაწყებული სისხლის სამართლის გამოძიების ფარგლებში არსებითი პროგრესი არ დაფიქსირებულა. არცერთი პირია ოფიციალურად ბრალდებული ან სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაში მიცემული, არცერთი დაზარალებულია აღიარებული “დაზარალებულად” ეროვნული სისხლის სამართლის კანონმდებლობის ფარგლებში და არცერთი სასამართლო გადაწყვეტილება არ არის მიღებული გაცხადებული დარღვევების თაობაზე”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

სრული ინფორმაცია და ანგარიში იხილეთ ბმულზე.

ავთანდილ  წულაძე - ბევრი თვლის, რომ პუტინი ათამაშებს ტრამპს, რომ მოატყუოს, ჩემი აზრით კი, პირიქითაა - ტრამპი ათამაშებს პუტინს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.02.2026
ნაკლები ტრავმა, მეტი სიზუსტე: ქირურგიის ახალი ერა Da Vinci Single Port-ით უკვე ხელმისაწვდომია MEMORIAL-ში
„ბორჯომი“ წარმოგიდგენთ პირველ 100%-ით ნატურალურ ენერგეტიკულ სასმელს - „ენერგია ბორჯომისგან“ - ბუნების ძალა!