დევიდ მაკალისტერი - საქართველო კანდიდატ ქვეყნად „მხოლოდ სახელით“ განიხილება, ბევრი მიზეზია ასეთი შეფასებისთვის, მაგრამ ქვეყნის უარყოფითი ტრაექტორიისთვის პასუხისმგებლობა მთლიანად „ქართულ ოცნებაზეა“

საქართველო კანდიდატ ქვეყნად „მხოლოდ სახელით“ განიხილება, ბევრი მიზეზია ასეთი შეფასებისთვის, მაგრამ საქართველოს უარყოფითი ტრაექტორიისთვის პასუხისმგებლობა მთლიანად „ქართულ ოცნებაზეა“, - ამის შესახებ ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, დევიდ მაკალისტერი სოციალურ ქსელში წერს.

„სამწუხაროდ, საქართველომ გააგრძელა თავისი დრამატული დემოკრატიული უკუსვლა. რეალურად, საქართველომ მძიმე განაჩენი მიიღო ევროკომისიისგან, როგორც „ყველაზე ცუდი ანგარიში ოდესმე გაკეთებული კანდიდატ ქვეყანაზე”. ის კანდიდატ ქვეყნად „მხოლოდ სახელით” განიხილება.

ბევრი მიზეზია ასეთი შეფასებისთვის, მაგრამ საქართველოს უარყოფითი ტრაექტორიისთვის პასუხისმგებლობა მთლიანად მმართველ პარტიაზეა. ევროპარლამენტმა არაერთხელ გამოხატა ქართველ ხალხთან თავისი სოლიდარობა და მათი ლეგიტიმური და ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების ურყევი მხარდაჭერა,” - წერს მაკალისტერი.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს