მთიელი წიგნების იმერული ესკიზები

ლიბერთისა და მთიელი წიგნების მოგზაურობა გრძელდება. ამ თავგადასავალს გზადაგზა ახალი ადგილები და პერსონაჟები ემატებიან. 2025 წელი იმერეთის წელი იყო. მთიელმა წიგნებმა და ლიბერთიმ სწორედ ამ რეგიონში იმოგზაურა. პროექტის ფარგლებში ეს მეექვსე მასშტაბური გასვლა იყო, რომლის შედეგად მაღალმთიან სოფლებში 3000-ზე მეტი წიგნი დარიგდა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ჩაფიქრებული სურვილი ასობით ბავშვს აუხდა და ახლა მათი წიგნის თაროებს საუკეთესო საბავშვო გამოცემები ამშვენებს. პროექტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დეტალი სწორედ ესაა – ბავშვებმა საჩუქრად მიიღონ ის წიგნები, რომლის წაკითხვასაც დიდი ხანია ნატრობენ. “მთიელი წიგნები” 2023 წელს შეიქმნა და მისი მიზანია, საქართველოში არც ერთი ბავშვი არ დარჩეს ყველაზე ძვირფასი საჩუქრის - წიგნის გარეშე. ამავე წელს პროექტის სტრატეგიული პარტნიორი გახდა ლიბერთი.

ამ ინიციატივის ფარგლებში 7500 წიგნი საჩუქრად მიიღო 2100-მა მთაში მცხოვრებმა ბავშვმა; 50 სკოლის ბიბლიოთეკა შეივსო 2150 ახალი გამოცემით; 1100 წიგნი კი საჩუქრად გადაეცათ ბავშვებს, რომლებიც გზაში შემთხვევით შეხვდნენ პროექტის ორგანიზატორებს. მთიელი წიგნების 2026 წელი უკვე დაგეგმილია. თავგადასავალი სამეგრელოთი გრძელდება.

(R)

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს