ჟან-ბაპტისტ ლებრა - ევროკომისია მზად არის საქართველოს ევროკავშირის გზაზე დაბრუნებისთვის, თუ საქართველოს მთავრობა სანდო ნაბიჯებს გადადგამს, რათა შეაბრუნოს თავისი ქმედებების კურსი

ევროკომისია მზად არის საქართველოს ევროკავშირის გზაზე დაბრუნებისთვის, თუ საქართველოს მთავრობა სანდო ნაბიჯებს გადადგამს, რათა შეაბრუნოს თავისი ქმედებების კურსი, - ამის შესახებ ევროკომისიის წარმომადგენელმა, ჟან-ბაპტისტ ლებრამ განაცხადა.

„პირველ რიგში, მადლობა გვინდა გადავუხადოთ ქალბატონ მომხსენებელს [რასა იუკნევიჩიენეს] მისი ანგარიშის პროექტისთვის. ბევრი შეშფოთება, რომელიც მასშია გამოთქმული, ეხმაურება ევროკომისიის მიერ 2025 წლის ანგარიშს საქართველოზე, რომელიც გასული წლის ნოემბერში გამოქვეყნდა.

მთლიანობაში, ევროკომისიის შეფასებაში საუბარი იყო საქართველოს მთავრობის მხრიდან პოლიტიკური ერთგულების ნათელ ნაკლებობაზე, რომ წინ წაიწიონ ევროკავშირისკენ გზაზე. როგორც ვთქვით, ანგარიშმა ასახა გაწევრიანების პროცესის ფუნდამენტურ ელემენტებში უკუსვლა, მათ შორის 9 ნაბიჯში, რაც საკვანძო რეფორმებია, რომელთა საფუძველზეც ევროკავშირმა საქართველოს კანდიდატის სტატუსი მისცა.

ევროკომისიამ დაასკვნა, რომ ის საქართველოს „მხოლოდ სახელით“ განიხილავს კანდიდატ ქვეყნად. ამავდროულად, ის კიდევ ერთხელ ადასტურებს სოლიდარობას ქართველი ხალხისა და მათი ევროპული მისწრაფებებისადმი.

სამწუხაროდ, ანგარიშის გამოქვეყნებიდან საქართველოს მთავრობამ გააგრძელა მტრული, ევროკავშირის საწინააღმდეგო რიტორიკა და კიდევ უფრო მეტი ზომები მიიღო არასწორი მიმართულებით. განსაკუთრებით შეშფოთებულები ვართ უცხოურ დაფინანსებაზე და პოლიტიკურ საქმიანობაზე საკანონმდებლო შესწორებების პროექტებით, რომელიც გასულ კვირას საქართველოს პარლამენტმა მეორე მოსმენით მიიღო.

ჩვენი შეფასებით, ეს ინიციატივა მთავრობის კიდევ ერთი ესკალაციაა, რათა კიდევ უფრო შეზღუდოს ქვეყნის სამოქალაქო და დემოკრატიული სივრცე…

კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ევროკომისია მზად არის საქართველოს ევროკავშირის გზაზე დაბრუნებისთვის, თუ საქართველოს მთავრობა სანდო ნაბიჯებს გადადგამს, რათა შეაბრუნოს თავისი ქმედებების კურსი“, - განაცხადა ლებრამ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს